საქართველოს მთავრობა: კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ იგეგმება

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიპრიშტინა
პრიშტინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტსმენებს კოსოვოდან არ დასჭირდებათ ვიზები საქართველოში ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატზე ჩამოსასვლელად

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. კოსოვოს დელეგაცია საქართველოში ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში მონაწილეობის მისაღებად ვიზების გარეშე ესტუმრება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

საქართველოში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი აირჩიეს >>

ჩემპიონატი ბათუმში 6-13 აპრილს გაიმართება. მასში მონაწილეობას 47 ქვეყანა მიიღებს.

განკარგულების თანახმად, საქართველოში კოსოვოელი სპორტსმენების უვიზოდ ჩამოსვლა და ჩემპიონატში მათი მონაწილეობა „არ ნიშნავს საქართველოს მიერ კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას“.

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
პლანეტის უძლიერესი ადამიანი ლაშა ტალახაძე მამა გახდა

დღეისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობას სერბეთისგან გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 104 სახელმწიფო აღიარებს.

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ათ წონით კატეგორიაში ჩატარდება. გათამაშდება 180 სინჯის მედლები. ჩემპიონატში მონაწილეობას 400-მდე სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის სამი კოსოვოს წარმომადგენელია.

ამ ჩემპიონატს საქართველო მეორედ მასპინძლობს. პირველად ტურნირი 2015 წელს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოსთვის, ტერიტორიული პრობლემების გათვალისწინებით, ამა თუ იმ ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ძალიან მტკივნეულია.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე კონტროლი 90-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის ომის შემდეგ კი რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, რის საპასუხოდაც საქართველომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

 

ყველა ახალი ამბავი
0