საქართველოში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი აირჩიეს

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე და ლაშა ტალახაძე
მამუკა ბახტაძე და ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი, 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე 2018 წლის აღმოჩენად დაასახელეს

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით, ქვეყნის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა.

ტალახაძე გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, თან, ქართველმა „გოლიათმა" ორივე ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. გარდა ამისა, ქართველმა ძალოსანმა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„დიდი მადლობა ამ ლამაზი ჯილდოსთვის. ეს მარტო ჩემი წარმატება არაა - ეს ქვეყნის წარმატებაა და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩართულია ჩემს მზადებაში. უფლის წყალობით, 2019 წელი კიდევ მეტი წარმატების წელი ყოფილიყოს ქართველი სპორტსმენებისა და ქართული სპორტისთვის", - განაცხადა ტალახაძემ დაჯილდოების შემდეგ.

ტალახაძის კონკურენტები საუკეთესო სპორტსმენის წოდებისთვის იყვნენ: ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი.

© photo: Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia / FBკახა კალაძემ ლევან კობიაშვილი დააჯილდოვა
საქართველოში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი აირჩიეს - Sputnik საქართველო
კახა კალაძემ ლევან კობიაშვილი დააჯილდოვა

საუკეთესო სპორტსმენის წოდების გარდა, ცერემონიაზე სპორტსმენები დაჯილდოვდნენ ცალკეულ ნომინაციებშიც. მათგან:

  • საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ნინო ოძელაშვილი - სამბო
  • საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - რევაზ დავითაძე
  • საუკეთესო სპორტსმენი სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში - ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდი
  • საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე - ძალოსნობა
  • საუკეთესო მსაჯი - ელისო ბედოშვილი - მხატვრული ტანვარჯიში
  • საუკეთესო ფედერაცია - ჭიდაობის ფედერაცია
  • საუკეთესო გუნდი - ფეხბურთის ნაკრები
  • საუკეთესო მენეჯერი - ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი
  • საუკეთესო პარაოლიმპიელი სპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი - ფარიკაობა
  • საუკეთესო პარაოლიმპიელი სპორტსმენი მამაკაცი - ზიად გოგოჭური - ძიუდო
© Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgiaირმა ხეცურიანი
საქართველოში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი აირჩიეს - Sputnik საქართველო
ირმა ხეცურიანი

ასევე, სპეციალური პრიზები ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღეს:

  • გიორგი იანტბელიძე - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში - მთელი სეზონის განმავლობაში მაღალი შედეგებისთვის
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე - საერთაშორისო აღიარებისთვის

„თქვენ ჩვენი იმედი ხართ" - საქართველოს პრეზიდენტმა საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა>>

წლის აღმოჩენად დაასახელეს საქართველოს ფეხბურთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი"), რომელიც უეფას ერთა ლიგაში ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა.

© photo: Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia / FBგიორგი ჩაკვეტაძე
საქართველოში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი აირჩიეს - Sputnik საქართველო
გიორგი ჩაკვეტაძე

ასევე, სამინისტრომ სპეციალური ჯილდო გადასცა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0