„თქვენ ჩვენი იმედი ხართ" - საქართველოს პრეზიდენტმა საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა

© photo: Salome Zourabichvili / FBსაქათველოს პრეზიდენტმა სპორტსმენები დააჯილდოვა
საქათველოს პრეზიდენტმა სპორტსმენები დააჯილდოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა ჯილდოები ირმა ხეცურიანსა და ზვიად გოგოჭურს გადასცა

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენებს ჯილდოები გადასცა.

ჯილდო მიიღეს ევროპის ჩემპიონმა ფარიკაობაში ეტლით მოსარგებლეთა შორის ირმა ხეცურიანმა და პარაძიუდოისტმა, მსოფლიოს ჩემპიონმა და მსოფლიო თასის ორგზის მფლობელმა ზვიად გოგოჭურმა.

მსოფლიო თასის ოქრო ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში ქართველმა მოიგო>>

საუკეთესო სპორტსმენების, გუნდებისა და ფედერაციების დაჯილდოება თბილისში გაიმართა. პრეზიდენტის გარდა, სპორტსმენები დააჯილდოეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სხვებმა.

„ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი რამაა, მსოფლიოში ჩნდება ქართული სპორტი, ჩნდება ქართული სახელმწიფო და მისი სიძლიერე. თქვენ ხართ ძალიან დიდი იმედი სახელმწიფოსი. სახელმწიფო დგას ბევრ რამეზე, მათ შორის კულტურასა და სპორტზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

მან სპორტსმენებს მომავალ წელს კიდევ მეტი გამარჯვება უსურვა.

„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ველოდებით, რომ არა მხოლოდ 2019 წელს, არამედ 2020 წელს, ოლიმპიურ წელს, საქართველო იყოს პირველ პლანზე მსოფლიოში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიის შედეგებით, 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცებს შორის გახდა ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ქალთა შორის - სამბისტი ნინო ოძელაშვილი, ხოლო საუკეთესო გუნდი - საქართველოს ფეხბურთის ნაკრები.

 

ყველა ახალი ამბავი
0