„ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია“ - რა გზავნილები მიაწოდა ზურაბიშვილმა სომხეთს

© photo: press-service of the President of Armeniaსალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ვიზიტისას წინა პლანზე წამოიწია ორმა მთავარმა თემამ - საერთო საზღვრის დემარკაციის პრობლემამ და სომხეთში კულტურული ძეგლების რესტავრაციის საკითხმა

ზურაბიშვილი სომხეთს პრეზიდენტის რანგში პირველად სტუმრობდა. ორი დღის განმავლობაში მან მოლაპარაკებები გამართა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან, ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-სთან.

რატომ მიდის ზურაბიშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთში? >>

„ერთად ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია, ვიდრე ცალ-ცალკე. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, - ასეთი გზავნილით ეწვია ზურაბიშვილი სომხეთს.

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ვიზიტის დროს
„ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია“ - რა გზავნილები მიაწოდა ზურაბიშვილმა სომხეთს - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ვიზიტის დროს

საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში გვირგვინით შეამკო მემორიალური კომპლექსის მარადიული ცეცხლი და დარგო ნაძვი ხსოვნის ალეაში. სომეხთა გენოციდის მუზეუმში ზურაბიშვილმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერიც დატოვა.

სად გადის საზღვარი?

ზურაბიშვილი სომხეთს აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ესტუმრა. სწორედ ბაქოში წამოჭრა პირველად ქართული სახელმწიფოს მეთაურმა საზღვრის დემარკაციის საკითხი და აზერბაიჯანელ კოლეგებს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შესთავაზა.

ზურაბიშვილმა ერევანში ქართულ-სომხური საზღვრის დემარკაციის საკითხი წამოსწია >>

ანალოგიური განცხადება ზურაბიშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დროსაც გააკეთა. საქმე ისაა, რომ როგორც საქართველოსთან, ისე სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი სსრკ-ის დაშლის დღიდან დგას დღის წესრიგში.

„ვფიქრობთ, დადგა დრო ჩვენი ორი ქვეყნისთვის, დავასრულოთ დემარკაციის პროცესი. ახალი იმპულსი მივცეთ კომისიას, რათა დავუბრუნდეთ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოეწერა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა არმენ სარქისიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან, სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხთა საგანგებო კომისიები აქვს შექმნილი.

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი ერთობლივ პრესკონფერენციაზე
„ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია“ - რა გზავნილები მიაწოდა ზურაბიშვილმა სომხეთს - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი ერთობლივ პრესკონფერენციაზე

კულტურული ძეგლები

სომხეთის პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლო ფაშინიანთან შესახვედრად გაემართა. თუ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, სომხეთის მთავრობის მეთაურთან შეხვედრა კულტურულ ურთიერთობებს დაუთმო.

პირისპირ შეხვედრისას ზურაბიშვილმა სომხეთის მხარეს შესთავაზა ქართველი სპეციალისტების ჩართვა სომხეთში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი და ნიკოლ ფაშინიანი
„ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია“ - რა გზავნილები მიაწოდა ზურაბიშვილმა სომხეთს - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლ ფაშინიანი

„საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვის საკითხი წამოჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბიშვილმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების განახლების იდეა წამოაყენა. შეთანხმების მოქმედების ვადა 2018 წელს ამოიწურა. პირველად შეთანხმებას ხელი მოეწერა 2013 წელს.

მშვიდობა უალტერნატივოა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის ნაციონალურ კრებაში (პარლამენტში) გამართა. ზურაბიშვილი საქართველოს დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

ზურაბიშვილი: საქართველოს სომხები ქვეყნის ცხოვრებაში მეტად უნდა იყონ ჩართულნი >>

მირზოიანთან შეხვედრისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანად უნდა დარეგულირდეს.

„ჩვენი პოზიცია ურყევია: ეს კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება გადაიჭრას. ჩვენ ამ პოლიტიკის მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ ვფიქრობთ, რომ რეგიონში სხვა ალტერნატივა არსებობს. ყველაფერი, რაც კონფლიქტებს ამწვავებს და მათ მოგვარებას ართულებს, ჩვენი რეგიონის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ერთადერთი გზა ამ კონფლიქტების მოგვარებისა არის უფრო მაღალი დონის პარტნიორების პოლიტიკური ჩარევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის პარლამენტის ხელმძღვანელმაც დაუჭირა მხარი.

„ჩვენი მტკიცე და მყარი კავშირები შესაძლებლობას გვაძლევს, ვითანამშრომლოთ საერთაშორისო არენაზე, სადაც ერთმანეთს ზურგს ვუმაგრებთ და ჩვენი შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, სომხეთის დელეგაცია თავს იკავებს ისეთ საკითხებზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან, რომლებიც საქართველოს ინტერესებს აზიანებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებით შეიძლება გადაიჭრას. ეს ყველას ინტერესებში შედის“, - აღნიშნა მირზოიანმა.

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში
„ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია“ - რა გზავნილები მიაწოდა ზურაბიშვილმა სომხეთს - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში

ახალი სამხრეთკავკასიური პოლიტიკა

სომხეთში ზურაბიშვილის ვიზიტი არ უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული მოვლენა, არამედ საჭიროა მისი განხილვა აზერბაიჯანში სტუმრობასთან ერთ ჭრილში, ფიქრობს პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე. ექსპერტის აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოსა და ერევანს მიანიშნა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიის ახალი პოლიტიკის ფორმირებაში, რომელიც დამყარებული იქნება საერთო უსაფრთხოებაზე.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში - Sputnik საქართველო
დარგო ნაძვი: როგორ დაიწყო ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

„როგორც ჩანს, მას (ზურაბიშვილს, რედ.) აქვს ორი მნიშვნელოვანი გზავნილი. პირველი ისაა, რომ საქართველო კვლავინდებურად რჩება ევროპის ორბიტაზე და ჩვენი მთავარი მიზანი ევროპასთან დაახლოებაა, მაგრამ აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტით მან მიანიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოში გვჭირდება არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკა, არამედ სამხრეთკავკასიურიც, რომელიც ამ დრომდე სამხრეთ კავკასიაში არ არსებობდა“, - განაცხადა სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

სომხეთში ზურაბიშვილის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხია. ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოვალეა, ესაუბროს ამ პრობლემებზე როგორც ბაქოს, ისე ერევანს.

ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში - საუკეთესო ფოტოები >>

საქმე ისაა, რომ მთავარი დაბრკოლება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ზედ საზღვარზე მდებარეობს. ოფიციალური თბილისი კომპლექსის თავისი ქვეყნის საზღვრებში მოქცევას ითხოვს.

„დემარკაციასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს. ალბათ იცით, რომ აზერბაიჯანში სადემარკაციო ხაზზე მდებარეობს მონასტერი, რომელიც ქართველებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლია და ხშირად ქართველებს ამ ადგილების მონახულებისას პრობლემები ექმნებათ. მან (ზურაბიშვილმა, რედ.) უნდა ისაუბროს პრობლემებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებს აწუხებთ. საქართველოში ბევრი უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ ახერხებს კულტურული ღირსშესანიშნაობის მშვიდად მონახულებას“, - დასძინა სიხარულიძემ.

ზურაბიშვილის ვიზიტის დასკვნითი აკორდი სრულიად სომეხთა კათოლიკოს  გარეგინ II-სთან ეჩმიადინში შეხვედრა გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0