09:45 24 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2390
  • 100 RUB4.5838
  • USD2.8971
სალომე ზურაბიშვილი სომხეთში

ზურაბიშვილმა ერევანში ქართულ-სომხური საზღვრის დემარკაციის საკითხი წამოსწია

© photo: Administration of the President of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
142 0 0

ქართულ-სომხური საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა აქტუალური

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებმა უნდა დაასრულონ ერთობლივი საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, იუწყება „Sputnik სომხეთი".

რატომ მიდის ზურაბიშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთში?>>>

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი მთლიანად მხოლოდ თურქეთთან აქვს გადაწყვეტილი, დანარჩენ მეზობელ ქვეყნებთან კი სადაო საკითხები რჩება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართულ-სომხური საზღვრის დემარკაცია 2/3-ით დასრულდა. ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის დადგა დრო, რომ დავასრულოთ დემარკაციის პროცესი. კომისიას ახალი იმპულსი მივეცით იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ შეთანხმებას, რომელსაც ხელი ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრობისას მოეწერა", - განაცხადა ზურაბიშვილმა სომეხ კოლეგა არმენ სარქსიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტებმა მოლაპარაკება პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართეს. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის დახვედრის ცერემონია ერევნის ცენტრში მდებარე საპრეზიდენტო სასახლის ეზოში გაიმართა.

Церемония приветствия президента Грузии Саломе Зурабишвили и Теи Цулукиани в Ереване
სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ოთხშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე სრულიად სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.

საქართველოს პრეზიდენტი ბოლოს სომხეთში 2014 წლის თებერვალში იმყოფებოდა. მაშინ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური გიორგი მარგველაშვილი იყო.

საქართველოში არმენ სარქისიანი, პრეზიდენტის რანგში სამუშაო ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა.

 

მთავარი თემები