ზურაბიშვილმა ერევანში ქართულ-სომხური საზღვრის დემარკაციის საკითხი წამოსწია

© photo: Administration of the President of Georgia / FBსალომე ზურაბიშვილი სომხეთში
სალომე ზურაბიშვილი სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ-სომხური საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა აქტუალური

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებმა უნდა დაასრულონ ერთობლივი საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, იუწყება „Sputnik სომხეთი".

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში - Sputnik საქართველო
დარგო ნაძვი: როგორ დაიწყო ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

რატომ მიდის ზურაბიშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთში?>>>

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი მთლიანად მხოლოდ თურქეთთან აქვს გადაწყვეტილი, დანარჩენ მეზობელ ქვეყნებთან კი სადაო საკითხები რჩება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართულ-სომხური საზღვრის დემარკაცია 2/3-ით დასრულდა. ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის დადგა დრო, რომ დავასრულოთ დემარკაციის პროცესი. კომისიას ახალი იმპულსი მივეცით იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ შეთანხმებას, რომელსაც ხელი ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრობისას მოეწერა", - განაცხადა ზურაბიშვილმა სომეხ კოლეგა არმენ სარქსიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტებმა მოლაპარაკება პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართეს. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის დახვედრის ცერემონია ერევნის ცენტრში მდებარე საპრეზიდენტო სასახლის ეზოში გაიმართა.

© photo: Administration of the President of Georgia / FBსალომე ზურაბიშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ზურაბიშვილმა ერევანში ქართულ-სომხური საზღვრის დემარკაციის საკითხი წამოსწია - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ოთხშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე სრულიად სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.

საქართველოს პრეზიდენტი ბოლოს სომხეთში 2014 წლის თებერვალში იმყოფებოდა. მაშინ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური გიორგი მარგველაშვილი იყო.

საქართველოში არმენ სარქისიანი, პრეზიდენტის რანგში სამუშაო ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0