14:03 24 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0327
  • 100 RUB4.1751
  • USD2.6821
სალომე ზურაბიშვილი

რატომ მიდის ზურაბიშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთში?

© photo: Salome Zourabichvili / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
111 0 0

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი შეიძლება წამოსწიოს, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" სომხეთში საქართველოს პირველმა ელჩმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექს-გუბერნატორმა გიგლა ბარამიძემ.

„ზემო ლარსის" ალტერნატივა: ანაკლიის პორტი სომხეთისთვის ახალი პერსპექტივაა>>>

ზურაბიშვილი სომხეთს 13 მარტს ეწვევა, ეს იქნება სახელმწიფო მეთაურის რანგში მისი პირველი ვიზიტი.

სომხეთში ვიზიტამდე, 27 თებერვალს ზურაბიშვილი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც საზღვრის დემარკაციის დასრულების ინიციატივით გამოვიდა.

„როდესაც იგი (ზურაბიშვილი - რედ.) აზერბაიჯანში იყო, მაშინ წამოსწია ეს საკითხი (საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია - რედ.) და თქვა, რომ ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ იქნება", - განაცხადა ბარამიძემ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი მთლიანად მხოლოდ თურქეთთან აქვს გადაწყვეტილი. ქართულ-სომხური საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხი ასევე შემუშავების პროცესშია, ხოლო რუსეთთან სამუშაოები საერთოდ შეჩერებულია.

„შეგახსენებთ, რომ როდესაც სომხეთში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სრულუფლებიანი ელჩი ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ დავაყენე ეს საკითხი. ჩვენ სომეხ კოლეგებთან ვმუშაობდით და ყველა საკითხი დაახლოებით 70%-ით გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შემდეგ, რატომღაც, გავიდა ათწლეულები და ყველაფერი შეჩერდა", - განაცხადა ბარამიძემ.

სომხეთში ზურაბიშვილი სომეხ კოლეგა არმენ სარქსიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრას. ვიზიტის პროგრამა ასევე დაგეგმილია სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გერაგინ II-თან შეხვედრა.

„ვფიქრობ, იგი (ზურაბიშვილი - რედ.) აუცილებლად უნდა შეხვდეს არამარტო პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს, არამედ სომხეთის კათოლიკოსს. ის ბოლოსდაბოლოს უნდა გაეცნოს ისტორიულ პიროვნებას. პირადად მე მას ვიცნობ და ვიცნობ ძალიან კარგად", - დასძინა ყოფილმა ელჩმა.

ყველაფერი ლოგიკურია

აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავა კანონზომიერად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბაქოს შემდეგ ერევანში მიემგზავრება. ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ბევრ სფეროში, პირველ რიგში, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ.

„რა თქმა უნდა, პირველი ვიზიტი ერევანში რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა გასაკვირი და უკმაყოფილებას გამოიწვევდა როგორც თურქეთში, ისე აზერბაიჯანში, რადგანაც რეგიონში საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები აზერბაიჯანი და თურქეთია", - განაცხადა პაპავამ „Sputnik საქართველოსთან".

რაც შეეხება ზურაბიშვილის სომხეთში ვიზიტს, პაპავას აზრით, იგი მეგობრული ურთიერთობების დემონსტრირება იქნება.

„საქართველოს კარგი და ახლო ურთიერთობები აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომლებთანაც, თავის მხრივ, სომხეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს. თუმცა, საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს სომხეთთან, ამიტომ ეს ვიზიტი წმინდა მეგობრული ჟესტი იქნება", - დასძინა მან.

ექსპერტი ლოგიკურად მიიჩნევს, თუ ზურაბიშვილი საკუთარ რეგიონალურ ვიზიტებს თურქეთში ვიზიტით დაასრულებს.

 

მთავარი თემები