საქართველოს და სომხეთის სპეცსამსახურები ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ

© State Security Service Of Georgia / FB საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსები ვახტანგ გომელაური და არტურ ვანეციანი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსები ვახტანგ გომელაური და არტურ ვანეციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების უფროსი არტურ ვანეციანი თბილისს ესტუმრა

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსები ვახტანგ გომელაური და არტურ ვანეციანი თბილისში ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია სუს-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველომ „კარგი ქვეყნების“ რეიტინგში სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო >>

„მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართულ-სომხური ურთიერთობები ბოლო დროს განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც 2018 წლის მაისში სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ საქართველოში განახორციელა. ხოლო უკვე სექტემბერში საპასუხო ვიზიტით სომხეთში ქართველი პრემიერი მამუკა ბახტაძე გაემგზავრა.

„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო
საქართველოს „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა - სომხეთში გაზის ტრანზიტის ბედი

ორი თვის შემდეგ ფაშინიანი კვლავ ესტუმრა საქართველოს. ეს ისევ მისი პირველი, თუმცა არაოფიციალური ვიზიტი გახდა, მაგრამ ხელახლა არჩეული პრემიერ-მინისტრის რანგში. მან მოინახულა ბოლნისი და ქართველ კოლეგასთან მოლაპარაკებები გამართა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს.  მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.

გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენს სომხეთის მოქალაქეებისთვის პოპულარულ დასასვენებელ ადგილს, ასევე სატრანსპორტო დერეფანს ტვირთებისთვის, რომლის გადაზიდვა სახმელეთო გზით სომხეთიდან რუსეთში და რუსეთიდან სომხეთში ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0