ზურაბიშვილი: საქართველოს სომხები ქვეყნის ცხოვრებაში მეტად უნდა იყონ ჩართულნი

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებობს ბევრი გამოწვევა, რომელიც მშვიდობიანი გზით უნდა გადაილახოს

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომეხ კოლეგა არმენ სარქისიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერევანში განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრებს ეთნიკური სომხების სრულფასოვან ინტეგრაციას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ეს შემთხვევითი არაა – ფაშინიანი საქართველოში თავის პირველ ვიზიტზე >>

მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, საქართველოში დაახლოებით 170 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 4,5%-ს შეადგენს. სომხების ყველაზე კომპაქტური დასახლება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს.

„როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ ისე გავაკეთო, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები ქვეყნის ყველა სფეროში უფრო მეტად იყონ ჩართულნი“, - განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს გადატანილი.

სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს - Sputnik საქართველო
ქართველი და სომეხი ექსპერტები სომხეთში ზურაბიშვილის ვიზიტის შედეგებს განიხილავენ

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა - ეთნიკურმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა - რესპუბლიკაში მშვიდობიანად იცხოვრონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები განვითარებას და პროგრესს აფერხებს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს და საქართველოს გააჩნიათ დიდი პოტენციალი ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

ზურაბიშვილმა კოლეგას მისი ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„არმენ სარქისიანი იყო ერთადერთი, ვინც ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ეს ჩემთვის დიდი პატივია“, - აღნიშნა მან.

პირველი ვიზიტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ოთხშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, პარლამენტის სპიკერ არარატ მირზოიანთან, ასევე სრულიად სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.

რატომ მიდის ზურაბიშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთში? >>

ზურაბიშვილი უკვე ეწვია მემორიალურ კომპლექს „ციცერნაკაბერდს“ და მარადიულ ცეცხლთან ყვავილები განათავსა. პრეზიდენტი გაეცნო სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის ექსპოზიციას და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა, ასევე ხსოვნის ხეივანში ნაძვის ხე დარგო.

საქართველოს პრეზიდენტი ბოლოს სომხეთში 2014 წლის თებერვალში იმყოფებოდა. მაშინ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური გიორგი მარგველაშვილი იყო.

საქართველოში არმენ სარქისიანი, პრეზიდენტის რანგში სამუშაო ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0