ქართველი და სომეხი ექსპერტები სომხეთში ზურაბიშვილის ვიზიტის შედეგებს განიხილავენ

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს
სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ვიზიტის შედეგებს ეძღვნება, „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში პარასკევს, 15 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხი კოლეგის, არმენ სარქისიანის მიწვევით სომხეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით 13 მარტს ეწვია. ზურაბიშვილმა გამართა შეხვედრები სომხეთის ხელმძღვანელობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში - Sputnik საქართველო
დარგო ნაძვი: როგორ დაიწყო ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.

საქართველოს პრეზიდენტი ბოლოს სომხეთში 2014 წლის თებერვალში იმყოფებოდა. მაშინ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური გიორგი მარგველაშვილი იყო.

საქართველოში არმენ სარქისიანი, პრეზიდენტის რანგში სამუშაო ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა.

ვიდეოხიდი, რომელზეც ექსპერტები სალომე ზურაბიშვილის ერევანში ვიზიტის შედეგებს და ქართულ-სომხური ურთიერთობების პერსპექტივებს განიხილავენ, „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში 15 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.

თბილისში:

- სომხეთში საქართველოს პირველი ელჩი, სამცხე-ჯავახეთის ექს-გუბერნატორი გიგლა ბარამიძე.

ერევანში:

- სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის მრჩეველი, ადამიანის განვითარების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ტევან პოღოსიანი;

- ექსპერტი ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებში ჯონი მელიქიანი.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს ვიდეოხიდში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0