ვის ჩაუდგება მთავრობა კრედიტის თავდებად

© photo: Sputnik / StringerФлаг и герб Грузии
Флаг и герб Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
სესხი მეწარმეებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე

თემურ იოსელიანი

საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯზე მალე მორიგ „კეთილ საქმეებს“ დაიწყებს. თუ კერძო მეწარმე დამოუკიდებლად ვერ ახერხებს საკრედიტო ორგანიზაციიდან სესხის აღებას, მას თავდებად მთავრობა დაუდგება, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი საგარანტიო თანხას სახელმწიფო ბიუჯეტი გადაიხდის.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“, წესით, 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს. ეს ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება. სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე, რომელთა მოცულობაც 50 000 ლარიდან იწყება და 2 000 000 ლარს არ აღემატება. ინიციატივის შესახებ განცხადება ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იანვრის ბოლოს გააკეთა.

ბანკები და კუპიურები - Sputnik საქართველო
„ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლის საპირისპირო შედეგი

„ჩვენ შევქმენით მექანიზმი, როცა მთავრობა დაუდგება გარანტად კომპანიებს სესხის ასაღებად. ამისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს მოგვცემს საშუალებას, წელს პროგრამის ფარგლებში 250 მილიონი ლარის კრედიტები გავცეთ კომერციული ბანკების საშუალებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ბევრი კომპანიაა, განსაკუთრებით, დამწყები კომპანიები, რომლებსაც არ გააჩნიათ ბანკში გარანტად ჩასადები ქონება, მაგრამ იმსახურებენ კრედიტის აღებას.

სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გარანტია გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორებიცაა - წარმოება, გადამუშავება, ექსპორტზე ორიენტირებული საქონელი და მომსახურება, განათლება.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის რეზიდენტი მეწარმე-სუბიექტი, რომლის ბრუნვა არ აღემატება 20 მილიონ ლარს.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა მნიშვნელოვნად შეამცირებს არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეულ ფინანსებზე წვდომის პრობლემას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და დამატებით ბიძგს მისცემს ეკონომიკის და დასაქმების ზრდას.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
რა მიზანი აქვს „თიბისი ბანკის“ დამაარსებელს

ქობულიას განცხადებით, მექანიზმს ექნება პრიორიტეტული მიმართულება სპეციალურად მეწარმე ქალებისთვის და ასევე ახალგაზრდებისთვის.

მინისტრის თქმით, თუ გამოჩნდა, რომ პროგრამა კარგად მუშაობს, მომავალი წლიდან დაფინანსებას კიდევ გაზრდიან.

შეფასებები

მთავრობის მიერ ბიუჯეტის ფულით სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება ხალხის არცთუ ცოტა ნაწილს მოსწონს. ერთ-ერთი კატეგორიაა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, ვინც გასულ წლებში მოახერხა ბიუჯეტიდან იაფი სესხის მიღება. პროგრამის შედეგების პრეზენტაციაზე გამოჩნდა, რომ ზოგიერთმა ბენეფიციარმა კომპანიამ მიღებული სესხი ეფექტიანად გამოიყენა, ზოგი კი დაიხურა. აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერ ჩატარებული კვლევით გამოჩნდა, რომ პროგრამაში 2014 წლიდან მოყოლებული სულ 338 კომპანია დარეგისტრირდა. პროგრამის ეფექტიანობის გამოსავლენად კი შეირჩა 100 კომპანია, რომელთაგან 39 სტარტაპი იყო, ხოლო 61 გაფართოვდა.

მობილური ტელეფონები - Sputnik საქართველო
„ბილაინი“ არაფერს ცვლის, „სილქნეტი“ ელოდება, „მაგთიმ“ დაიწყო...

„ამ კომპანიების დახურვის მიზეზი გახდა საქმიანობის დაწყებამდე მათი ხელმძღვანელობის მეტ-ნაკლებად არასწორი მოლოდინი, ასევე გარკვეული შეცდომები საქმიანობის დროს“, – განაცხადა BDO-ს წარმომადგენელმა მაია ხაჩიძემ კვლევის შედეგების პრეზენტაციისას.

პრეზინტაციისას აგრეთვე გაირკვა, რომ გარკვეული პროგრესია როგორც დასაქმების კუთხით, ასევე წარმოების გაფართოების და ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების მხრივაც. მაგალითად, 164 მილიონ ლარზე მეტი მშპ შეიქმნა, სადაც 54% არსებული საწარმოების გაფართოების, ხოლო 46% - სტარტაპების წილად მოდის; კვლევაში მონაწილე 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 2014-2018 წლებში 390 მლნ ლარია; პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების მიერ 2014-2018 წლებში მიღებული სესხების, სხვა სესხებისა და კაპიტალში შენატანების წილი, შესაბამისი პერიოდის ქვეყნის მთლიან შიდა ინვესტიციებთან მიმართებით, შეადგენს დაახლოებით 0.38%-ს, რაც 247 მლნ ლარზე მეტია; „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ჩართვის შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობის წმინდა ზრდამ 3 033, ბენეფიციარების მიერ მათთვის გადახდილმა მთლიანმა სახელფასო ფონდმა კი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) 25,6 მლნ ლარი შეადგინა; იმ პროექტებზე, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, სახელმწიფომ 17,6 მლნ ლარის სუბსიდია გასცა, ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები აჭარბებს 42.5 მლნ ლარს 2014-2017 წლების პერიოდისთვის და ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების 0.13%-ს შეადგენს. 2014-2018 წლებში აღნიშნული ბენეფიციარების საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 309 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

საავტომობილო მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო
ახალი ხარჯი მძღოლებისთვის

წარმოდგენილი ციფრების მიუხედავად, სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამები ძირითადად არაეფექტიანობისთვის არის განწირული და ახლად დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ინიციატივაც ფულის მორიგი ფლანგვის მიზეზი გახდება.

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი მექანიზმი უპასუხისმგებლო სესხების გაცემა-აღების ხელშეწყობაა, ასევე უფრო რისკიანი პროექტების დაფინანსების წახალისება, რაც კომერციული თვალსაზრისით წამგებიანია.

„საბოლოო ჯამში რესურსების გაფლანგვაა და ეს 100%-ით ასე იქნება“, – აცხადებს შეშელიძე.

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორი, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის შემოთავაზებული ინიციატივა, პირველ რიგში, ხელს უშლის კონკურენციას, რადგან მთავრობა ეხმარება იმ წარუმატებელ მეწარმეს, ვინც დამოუკიდებლად ვერ შეძლო კრედიტის აღება. ამას გარდა, იწვევს მეტ ჩავარდნას ბაზარზე, რადგან რისკების შეფასების მექანიზმში უკვე პრობლემა ჩნდება, როცა მთავრობა, როგორც მზღვეველი, ისე ერთვება.

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
არის თუ არა საგანგაშო მზარდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი

„არის უსამართლო ფინანსურად, რადგან მთავრობა ბიუჯეტიდან ეხმარება იმ ადამიანს, რომელიც კონკურენციას უნდა გაეგდო; ხელს უშლის პროგრესს; ხელს უშლის დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას გრძელვადიან პერიოდში; სოციალურად უსამართლოა – ღარიბები იხდიან მდიდრის მიერ აღებული სესხის გადაუხდელობის გამო“, – ამბობს ხორგუაშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0