თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა მეზობლად მცხოვრები ბიჭის ნდობა მოიპოვა და მასზე სექსუალურად იძალადა

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ თბილისში 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის მიმართ „სექსუალური ხასიათის ქმედების“ ბრალდებით მამაკაცი დააკავა, იუწყება ტელეარხი Imedi.

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს >>

მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს მოზარდის დედამ უამბო. მისი თქმით, დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა, რომელიც იმავე სახლში ბინას ქირაობდა, ბიჭის ნდობა მოიპოვა და ამით ისარგებლა.

მამაკაცი „სექსუალური ხასიათის ქმედების“ ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
შვილის გაუპატიურების ფაქტზე გორში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

თუ ექსპერტიზა გაუპატიურების ფაქტს დაადგენს, ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, ეს ისედაც გახმაურებული საქმე სხვა სკანდალის საბაბი გახდა. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა დახმარების ცენტრმა ბავშვს უარი უთხრა ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, რადგან სახელმწიფოს ვაუჩერი პირად ასისტენტზე ხარჯებს არ ითვალისწინებს.

აღნიშნული საკითხით უკვე დაინტერესდა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი.

ყველა ახალი ამბავი
0