შვილის გაუპატიურების ფაქტზე გორში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით გორში 1980 წელს დაბადებული ო.მ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა 2017 წელს საკუთარ საცხოვრებელ სახლში 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა.

39 წლის მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე გადაიყვანეს სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0