თბილისის პოლიციის შეფი კახა ბუხრაძე გახდა

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgiaთბილისის პოლიციის შეფი კახა ბუხრაძე
თბილისის პოლიციის შეფი კახა ბუხრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის პოლიციის ახალმა შეფმა კახა ბუხრაძემ საზოგადოების ყურადღება 2017 წლის მაისში ბათუმში მომხდარი არეულობის დროს მიიპყრო

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამ პოსტზე ბუხრაძემ, რომელიც ბოლო დრომდე  ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, ვასილ პეტრიაშვილი შეცვალა. თავის მხრივ, პეტრიაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციას ჩაუდგა სათავეში.

სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

ბუხრაძემ საზოგადოების ყურადღება 2017 წლის მაისში ბათუმში მომხდარი არეულობის დროს მიიპყრო, როდესაც მომიტინგეები აჭარაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტიდან მის გადადგომას მოითხოვდნენ.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკებაში გამვლელებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

საქართველოში დანაშაული 50%-ით გაიზარდა >>

ბათუმში მომხდარი არეულობის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 21 ადამიანია მიცემული. შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სულ 75 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობა ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა, დანარჩენები საპატიმროში სასჯელს იხდიან.

1981 წელს დაბადებული, პოლიციის პოლკოვნიკი კახა ბუხრაძე პროფესიით სამართალმცოდნეა.

2004 წელს გავლილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საპატრულო პოლიციის სპეცმომზადების კურსები;

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საქმიანობა დაიწყო 2002 წლიდან.

2002-2004 წლებში იყო ქალაქ თბილისის შს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორი;

2004 წლიდან დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორად;

2005-2006 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი;

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მიხეილ დილიმაშვილი - Sputnik საქართველო
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

2006-2007 წელს საქმიანობა გააგრძელა ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაურის პოზიციაზე;

2007-2009 წლებში ეკავა სს "საქართველოს ბანკის" უსაფრთხოების ოფიცრის პოზიცია;

2009- 2011 წლებში იყო „ლიბერთი ბანკის" უსაფრთხოების ოფიცერი;

2011-2012 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ინსპექტორად;

2012 წელს დაინიშნა ამავე დანაყოფის ოცეულის მეთაურად, შემდეგ კი - განყოფილების უფროსად;

2012-2013 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;

2013-2015 წლებში საქმიანობა გააგრძელა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის, ხოლო შემდეგ მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;

2015-2017 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2017 წელს საქმიანობა გააგრძელა საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;

2017 წლის ივნისიდან დაინიშნა ამავე დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0