საქართველოში დანაშაული 50%-ით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო დარეგისტრირებული დანაშაულების გაზრდილ მაჩვენებელს დაანგარიშების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას უკავშირებს

თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. საქართველოს შსს-მ 2018 წელს 58 ათასზე მეტი დანაშაული დააფიქსირა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 54%-ით მეტია, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - პატიმრობა მეხუთე ბრალდებულს შეეფარდა >>

გასულ წელს 20 ათასზე მეტი დანაშაული გაიხსნა.

ერთი წლის განმავლობაში განზრახ მკვლელობების რაოდენობა თითქმის 12%-ით გაიზარდა და 75-ს მიაღწია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებებით განზრახ მკვლელობების რაოდენობა თითქმის 22%-ით შემცირდა (25 შემთხვევა).

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ ოფისში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახური ძალადობის დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა - 4700 ფაქტი, რაც 2017 წელთან შედარებით 122%-ით მეტია.

გაიზარდა ქურდობებისა და ძარცვების რიცხვი, თუმცა ყაჩაღური თავდასხმები შემცირდა.

2018 წელს საქართველოში მოხდა 1900-ზე მეტი ქურდობა  (+86%) და 374 ძარცვა  (28%).

„დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა დანაშაულის გაუმჯობესებულ აღრიცხვიანობას ეფუძნება, რომლის თანახმად, რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც. ბუნებრივია, დანაშაულის რეგისტრაციის ამგვარი პრაქტიკა 2018 წელს ციფრებში გვაძლევს სხვაობას 2017 წელთან შედარებით“, - განაცხადა ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, უწყება მომავალშიც გააგრძელებს გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით სტატისტიკის გამოქვეყნებას, მაგრამ ამავე დროს გააგრძელებს ბრძოლას კანონდარღვევებთან.

ყველა ახალი ამბავი
0