„ქართული ოცნების“ ოფისში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა სეიფი მოიპარეს

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაკავება - Sputnik საქართველო
იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 11 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისიდან სეიფი მოიპარეს, სადაც 7 ათას ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე 45 და 43 წლის ორი მამაკაცი დააკავა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0