სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

© photo: Sputnikსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, ხოლო პირველ მოადგილედ - გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, სუს-ის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება Rustavi2.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2015-2017 წლებში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

სუს–ი - Sputnik საქართველო
სუს-მა რეგიონებში სამსახურების ხელმძღვანელები შეცვალა

რაც შეეხება ლილუაშვილს, ის 2017 წლის დეკემბრიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი9 2016 წლის მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

რამდენიმე დღის წინ შეიცვალა სუს-ის კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების უფროსები.

ტელეკომპანია Rustavi2 ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები და იქ ხოჯევანიშვილის გადასვლა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიას გავლენის გაფართოებაზე მიანიშნებს.

კახეთი - Sputnik საქართველო
მთავარ პროკურატურას სუს-ის უფროსის მოადგილის ქონებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

ტელეკომპანიის მონაცემებით, სუს-ში ცვლილებები შეთანხმებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელთან და პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან. უფრო კონკრეტულად, ხელისუფლება იოსებ გოგაშვილის კადრებს იშორებს, რომელმაც სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი 2018 წლის აგვისტოში დატოვა.

გოგაშვილს საქართველოში სკანდალური რეპუტაცია აქვს. პირველად გოგაშვილის სახელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი გივი თარგამაძის მანქანის დაწვის საქმეში გამოჩნდა. მაშინ თარგამაძის მომხრეებმა მომხდართან გოგაშვილის კავშირის შესახებ განაცხადეს. 2017 წლის მარტში გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გოგაშვილი მისი ჟურნალისტური მოღვაწეობის გამო მისი შვილის დაკავებაში დაადანაშაულა. მის სახელს ასევე უკავშირებენ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი აფგან მუხთარლის გატაცებას და სპეცოპერაციას, რომლის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს თემირლან მაჩალიკაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0