სუს-მა რეგიონებში სამსახურების ხელმძღვანელები შეცვალა

© photo: Sputnik / Stringerსუს–ი
სუს–ი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მასმედია ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სუს-ში იოსებ გოგაშვილის კადრებს იშორებს.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერა რეგიონული სამსახურების ახალი უფროსების დანიშვნის ბრძანებებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა>>>

შეიცვალა სუს-ის კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების უფროსები.

ტელელომპანია Rustavi2-მა ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დანიშვნის შესახებ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ში არ ადასტურებენ.

ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები და იქ ხოჯევანიშვილის გადასვლა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიას გავლენის გაფართოებაზე მიანიშნებს. 

კახეთი - Sputnik საქართველო
მთავარ პროკურატურას სუს-ის უფროსის მოადგილის ქონებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

ტელეკომპანიის მონაცემებით, სუს-ში ცვლილებები შეთანხმებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელთან და პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან. უფრო კონკრეტულად, ხელისუფლება იოსებ გოგაშვილის კადრებს იშორებს, რომელმაც სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი 2018 წლის აგვისტოში დატოვა.

გოგაშვილს საქართველოში სკანდალური რეპუტაცია აქვს. პირველად გოგაშვილის სახელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი გივი თარგამაძის მანქანის დაწვის საქმეში გამოჩნდა. მაშინ თარგამაძის მომხრეებმა მომხდართან გოგაშვილის კავშირის შესახებ განაცხადეს.

2017 წლის მარტში გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გოგაშვილი მისი ჟურნალისტური მოღვაწეობის გამო მისი შვილის დაკავებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით სასამართლომ კილაძის შვილი, რომელიც ნარკოტიკებისთვის დააკავეს, უდანაშაულოდ ცნო. 

ტრიბუნა გამოსვლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
აფგან მუხთარლის სკანდალური განცხადება და რეაქცია საქართველოდან

2017 წლის აპრილში კილაძემ გოგაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე ორგანიზებულ თავდასხმაში დაადანაშაულა.

ოპოზიციამ ასევე დაადანაშაულა გოგაშვილი 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემის ორგანიზებაში.

გოგაშვილის მისამართით ბრალდებებით გამოვიდა ასევე 2017 წლის ბოლოს პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი.

ყველა ახალი ამბავი
0