თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მიხეილ დილიმაშვილი საქმიანობას უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუდგება. იგი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა 30 იანვარს დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.