თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ექვსი ადამიანი მოიწამლა

© Sputnik / Alexander Imedashviliკომპანია „ყაზტრანსგაზის" ავტომობილი
კომპანია „ყაზტრანსგაზის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახშირჟანგით მოწამლული ექვსივე პირი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისში, თემქაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც არიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მე-3 მიკრორაიონში მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ბავშვები იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.

სახლი, სადაც ბუნებრივმა აირმა გაჟონა - Sputnik საქართველო
შსს გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს

CO-თი მოწამლული ექვსივე პირი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ორმა მოზარდმა საავადმყოფო გუშინვე, დანარჩენებმა კი სამედიცინო დაწესებულება დღეს დატოვეს.

ტელეკოპანია Rustavi2-ის ცნობით, თემქაზე აღნიშნულ ბინაში „ყაზტრანსგაზ-თბილისმა" ბუნებრივი აირის მიწოდება 2018 წლის 12 დეკემბერს შეწყვიტა. გაჟონვის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დარღვევებით მოხმარება გახდა.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. იანვარში თბილისში, დიდი დიღმის ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. მომდევნო დღეებში ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში ორი მამაკაცი იმსხვერპლა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავსა და გორშიც. გუშინ კი ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: პეკინის გამზირზე აფეთქების მიზეზი გაზი არ ყოფილა>>

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, იგეგმება გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერება, კერძოდ, გამკაცრდება მოთხოვნები გაზის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების კვალიფიციური კომპანიების მიერ წარმოების მიმართულებით, ასევე უფრო მეტად დარეგულირდება მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი გაზის ქსელის მონტაჟთან და ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მომხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ყველა ახალი ამბავი
0