შსს გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს

© Sputnik / Alex Shlamovსახლი, სადაც ბუნებრივმა აირმა გაჟონა
სახლი, სადაც ბუნებრივმა აირმა გაჟონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად სახლში, სადაც გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ, პოლიცია და მაშველები მუშაობენ.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სახლში შვიდი ადამიანის, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციით დაღუპვის ფაქტს.

შემთხვევის ადგილი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გაზის გაჟონვას თბილისში მორიგი მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია შვიდი ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე გარდაცვლილი „ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული. გარდაცვლილებს შორის მამა და შვილი არიან.

სიკვდილის მიზეზი რომ გაზით ინტოქსიკაცია გახდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

უსაფრთხოების მიზნით სახლში ბუნებრივი აირის მიწოდება ამჟამად შეწყვეტილია.

შემთხვევასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ თბილისი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის" ბინზეს-ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას".

საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0