მეკვლეს საფასური: რამდენი გამოიმუშავა ზურაბ ჯაფარიძემ ახალი წლის ღამეს

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო აუქციონმა პარტია „გირჩს“ 3600 ლარი მოუტანა

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრ - გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მეკვლეს როლით ახალი წლის ღამეს 3600 ლარი გამოიმუშავა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აუქციონი: ვის გსურთ პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი მეკვლედ >>

ჯაფარიძემ ახალი წლის დადგომამდე თბილისელებს მეკვლედ მისვლა შესთავაზა. მან პირობა დადო, რომ მივა იმ ხუთ ოჯახში, რომლებიც ყველაზე მეტ ფულს გადაიხდიდნენ.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ ჯაფარიძის „ჯოინთი“ და „კანაფის ფესტივალი“ - შსს გამოძიებას აგრძელებს

ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდა. აუქციონის შედეგებით, რომელიც 31 დეკემბერის 23:30 საათამდე გაგრძელდა, სამი გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდა. ჯაფარიძე მათ 01:00 საათიდან 04:00 საათამდე ესტუმრა. შემდეგი აუქციონი შუაღამის შემდეგ გაიმართა. კიდევ ორ გამარჯვებულ ოჯახში ჯაფარიძე 04:00 საათიდან 06:00 საათამდე გამოცხადდა.

ცნობილია, რამდენი გადაიხადა პირველმა სამმა გამარჯვებულმა ოჯახმა. პირველ ადგილზეა ოჯახი, რომელმაც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა, მეორე ადგილზე გასულმა ოჯახმა - 1200 ლარი და მესამეზე - 1100 ლარი.

პარტია ორიგინალური დასახელებით „გირჩი" 2015 წელს შეიქმნა. ის დააარსეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა. ორგანიზაცია ერთ-ერთ მიზნად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ასახელებდა.

„გირჩი“ განათლების ალტერნატიულ სისტემას შექმნის>>>

2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე

გარდა ამისა, 2017 წელს „გირჩმა" ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების კამპანია დაიწყო. პარტიამ დაარეგისტრირა ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" და ახალგაზრდების რელიგიური მსახურების სახით აყვანა დაიწყო. კანონის თანახმად, მღვდელმსახურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალება. შედეგად, „გირჩის" ამ აქციის გამო, ბოლო მონაცემებით, ხელისუფლებამ ჯარში 4,3 ათასზე მეტი ახალგაზრდა ვერ გაიწვია.

ჯაფარიძე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. მან ვერ შეძლო ხმების იმ რაოდენობის მიღება, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებას ან მეორე ტურში მონაწილეობას უზრუნველყოფდა. ჯაფარიძის სასარგებლოდ ხმა ამომრჩევლის 2,26%-მა მისცა.

ჯაფარიძის წინასაარჩევნო კამპანია არაორდინარულობით გამოირჩევა. მან წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი სარეკლამო ბანერები პორნოსაიტ PornHub-ზე განათავსა, ხოლო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კი მან პოლიციის თვალწინ დემონსტრატიულად დაარიგა „ტარიანი". ის დააკავეს, თუმცა, შემდეგ გაათავისუფლეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0