აუქციონი: ვის გსურთ პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი მეკვლედ

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი პარტიის კეთილდღეობის მიზნით 31 დეკემბერს მეკვლეობა გადაწყვიტა

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აუქციონის ობიექტი გახდა - იგი მზადაა ახალი წლის ღამეს მეკვლედ იმ ხუთ ოჯახში მივიდეს, რომლებიც პარტიას ყველაზე მეტ თანხას შესწირავენ.

საქართველოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ ახალ წელს პირველი ვინ გადააბიჯებს მათი სახლის ზღურბლს. ამბობენ, სწორედ მეკვლეზეა დამოკიდებული, როგორი წელი იქნება, ამიტომ ცდილობენ ოჯახში პირველი სტუმარი წარმატებული ადამიანი იყოს.

ზურაბ ჯაფარიძე: „ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება...“>>>

ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება. აუქციონის შედეგებით, რომელიც 31 დეკემბრის 23:30 საათამდე გაგრძელდება, სამი გამარჯვებული გამოვლინდება. მათთან ჯაფარიძე 01:00 საათიდან 04:00 საათამდე მივა. შემდეგ აუქციონი ნაშუაღამევს გაიმართება. კიდევ ორ გამარჯვებულთან ჯაფარიძე 04:00-06:00 საათამდე მივა.

ჯაფარიძის ვებგვერდზე japara.ge რამდენიმე დაზუსტებაა. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის „შეკვეთა" თბილისის ფარგლებშია შესაძლებელი. გამონაკლისი შეიძლება გახდეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სახლი სოფელ ჭორვილაში აქვს.

ამ დროისთვის პირველი სამეული მზადაა „მეკვლეში" 111, 100 და 50 ლარი გადაიხადოს.

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
არანაირი გაწვევა – პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდობას პირობას აძლევს

"რამდენად კარგი ფეხი მაქვს, არ ვიცი. მე საერთოდ არ მჯერა ასეთი რაღაცეების, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც უხარიათ ჩემთან შეხვედრა. გადავწყვიტეთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა მივცეთ. თუ ვინმეს უნდა, რომ სტუმრად მივიდე, რატომაც არა", - განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

პარტია ორიგინალური დასახელებით „გირჩი" 2015 წელს შეიქმნა. ის დააარსეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა. ორგანიზაცია ერთ-ერთ მიზნად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ასახელებდა.

„გირჩი“ განათლების ალტერნატიულ სისტემას შექმნის>>>

2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე

გარდა ამისა, 2017 წელს „გირჩმა" ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების კამპანია დაიწყო. პარტიამ დაარეგისტრირა ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" და ახალგაზრდების რელიგიური მსახურების სახით აყვანა დაიწყო. კანონის თანახმად, მღვდელმსახურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალება. შედეგად, „გირჩის" ამ აქციის გამო, ბოლო მონაცემებით, ხელისუფლებამ ჯარში 4,3 ათასზე მეტი ახალგაზრდა ვერ გაიწვია.

ჯაფარიძე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. მან ვერ შეძლო ხმების იმ რაოდენობის მიღება, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებას ან მეორე ტურში მონაწილეობას უზრუნველყოფდა. ჯაფარიძის სასარგებლოდ ხმა ამომრჩევლის 2,26%-მა მისცა.

ჯაფარიძის წინასაარჩევნო კამპანია არაორდინარულობით გამოირჩევა. მან წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი სარეკლამო ბანერები პორნოსაიტ PornHub-ზე განათავსა, ხოლო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კი მან პოლიციის თვალწინ დემონსტრატიულად დაარიგა „ტარიანი". ის დააკავეს, თუმცა, შემდეგ გაათავისუფლეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0