სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე

© FB / Girchiზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ სარეკლამო ბანერზე დაწერა „მეტი სექსი, მეტი თავისუფლება!"

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ არჩევნების წინ პიარის უჩვეულო გზას მიმართა – საარჩევნო კამპანიის დროს მან საკუთარი სარეკლამო ბანერები მსოფლიოში ცნობილ პორნოსაიტ PornHub-ზე განათავსა.

„მეტი სექსი, მეტ თავისუფლება!", „მე არ გპირდებით ზომის გაზრდას" – წერია ბანერებზე. ამასთან, ერთ-ერთ მათგანზე შიშველი ქალია გამოსახული. თითოეული ბანერის ქვემოთ ასევე წარწერაა ქართულ ენაზე #ჯაფარაპრეზიდენტად.

თუ ბანერს დააკლიკებთ, ავტომატურად ჯაფარიძის მხარდამჭერ გვერდზე გადადიხართ. „გირჩის" ლიდერის მხარდამჭერი რომ გახდეთ, ამისთვის საკმარისია აღნიშნულ გვერდზე ელექტრონული ბლანკის შევსება.

„ერთი მომხმარებელი საქართველოდან საშუალოდ რვა-ცხრა წუთს ატარებს PornHub-ზე. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიძლება პერიფერიული მზერით ხედავდეს ჩემს ბანერს. ჩემი აზრით, ათასჯერ უფრო ეფექტური რეკლამაა, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა კანდიდატის სატელევიზიო თუ ქუჩის რეკლამა-სპექტაკლები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ორგანიზაცია ერთ-ერთ მიზნად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ასახელებდა.

2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.

გარდა ამისა, 2017 წელს „გირჩმა" ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების კამპანია დაიწყო. პარტიამ დაარეგისტრირა ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" და ახალგაზრდების რელიგიური მსახურების სახით აყვანა დაიწყო. კანონის თანახმად, მღვდელმსახურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალება. შედეგად, „გირჩის" ამ აქციის გამო ამ დროისთვის ხელისუფლებამ ჯარში 4,3 ათასზე მეტი ახალგაზრდა ვერ გაიწვია.

პარტიის ერთ-ერთი ბოლო არაორდინარული ინიციატივა 2018 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი – ისინი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0