05:16 21 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0693
  • 100 RUB3.9538
  • USD2.6193
„გირჩის“ ოფისი

„გირჩი“ განათლების ალტერნატიულ სისტემას შექმნის

© FB / Girchi
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (208)
33 0 0

საქართველოში ყველაზე ორიგინალური პარტია ქვეყანაში განათლების სისტემის სრულიად ახლებური მოდელის შექმნისთვის ემზადება

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ დააანონსა განათლების ახალი, ალტერნატიული სისტემის შექმნა.

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ >>

მისი თქმით, ეს სისტემა სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი არ იქნება. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ალტერნატიული სკოლა, მოქმედისგან განსხვავებით, ბავშვებს საკუთარი თავის პოვნაში და მომავლისკენ გზის გაკვალვაში დაეხმარება. „გირჩი“ ახალგაზრდა პედაგოგების დასაქმებას გეგმავს. 

„ვიწყებთ გირჩის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს, პირობითი სახელით „თავისუფალი განათლება“ და ჩვენ შევქმნით განათლების ალტერნატიულ სისტემას, სადაც მივიყვანთ საკუთარ შვილებს და სადაც ისწავლიან ის ბავშვები, ვის მშობლებსაც გააზრებული აქვთ, რამდენად მავნებლური და საზიანოა მათი შვილებისთვის დღევანდელი სახელმწიფო განათლების სისტემა“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ განათლების მოქმედ სისტემაში კრიტიკული პრობლემები არსებობს.

„ეს არის სფერო, რომელშიც მილიონობით თანხები იხარჯება, და ეს მილიონები ემსახურება ჩვენი ბავშვების დაღუპვას. განათლების სისტემამ ამ ქვეყანაში თაობები გაანადგურა. ეს არის სისტემა, რომელშიც ბავშვებს ფაქტობრივად ციხეში ამყოფებენ“, — აღნიშნა ჯაფარიძემ.

„გირჩი“ ახალი პროექტის კონცეფციას 17 სექტემბერს 19:30 საათზე წარადგენს. პრეზენტაცია, რომელიც Cavea Gallerya Tbilisi-ში გაიმართება, ფასიანი იქნება.

ამჟამინდელი განათლების სისტემა არც მოქმედ ხელისუფლებას არ აკმაყოფილებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სრული სისტემის მომავალ რეფორმაზე ისაუბრეს.

პრემიერის თქმით, 2018-2023 წლებში საქართველოში განათლების სისტემა იმდენად უნდა გაუმჯობესდეს, რომ მომავალში ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს. ამ მიზნით სისტემის დაფინანსება გაიზრდება.

განათლების რეფორმა ხუთი მიმართულებით განხორციელდება: სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, მეცნიერება.


თემები:
განათლება საქართველოში (208)

მთავარი თემები