თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. მასწავლებლებს, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობენ, სპეციალური პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ და მათი ანაზღაურება 500 ლარამდე გაიზრდება, უწყება საზოგადორებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მინისტრის ცნობით, საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე 7 000-მდე მოსწავლეა და დაახლოებით 1 700-მდე პედაგოგია ჩართული მათი სწავლების პროცესში. ბატიაშვილის თქმით, ამ პედაგოგებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა გაზრდის მათ მოტივაციას და დაეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში.
„ეს მოსწავლეები საჭიროებენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს, ინდივიდუალურ მუშაობას და თავისთავად, ამაში ჩართული პედაგოგები საჭიროებენ განსაკუთრებულ პირობებს. აქამდე ასეთი პედაგოგები არ სარგებლობდნენ სპეციალური სტატუსით და დღევანდელი დადგენილებით, მათ ენიჭებათ სპეციალური პედაგოგის სტატუსი, ანაზღაურება კი, 500 ლარამდე გაიზრდება“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, პედაგოგებს, რომლებიც სპეციალური საჭიროების ბავშვებთან მუშაობენ, აქამდე სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსტი ჰქონდათ.