თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. კერძო სექტორის მუშაკების საშუალო თვიურმა ხელფასმა მეორე კვარტალში 1150 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2018 წლის მეორე კვარტალში კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობაც გაიზარდა — 656,5 ათასი ადამიანი (4%). აქედან უმრავლესობა დაქირავებული მუშაკებია (621,4 ათასი ადამიანი), ხოლო დანარჩენები — თვითდასაქმებულები არიან.
დასაქმებულთა უმრავლესობა მცირე ბიზნესში მუშაობს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმებულ მამაკაცთა რაოდენობა ქალებთან შედარებით მეტია.
პოლიციელებს ხელფასებს მოუმატებენ და ბინებს აუშენებენ >>
ყველაზე მეტი მამაკაცი მუშაობს სამთო მრეწველობის, მშენებლობის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სფეროში, ყველაზე მეტი ქალი მუშაობს განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სფეროში და აგრეთვე განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების სფეროში.