არანაირი გაწვევა – პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდობას პირობას აძლევს

© FB / 59 Secondsზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ ჯაფარიძე სავალდებულო სამხედრო გაწვევას მონურ მოპყრობას უწოდებს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდობას სავალდებულო სამხედრო გაწვევისგან გაათავისუფლებს.

„გირჩის“ ოფისი - Sputnik საქართველო
„გირჩი“ განათლების ალტერნატიულ სისტემას შექმნის

სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე>>>

როგორც მან აღნიშნა, ჯარი პრეზიდენტის უშუალო კომპეტენციაში შედის და ქვეყნის მთავარსარდალს შეუძლია სავალდებულო სამხედრო გაწვევის შესახებ მთავრობის დადგენილების გაუქმება. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თუ ადამიანს ჯარში წასვლა არ უნდა და მას აიძულებენ, ეს მონური მოპყრობაა.

„ექვსი წელი გავაუქმებ (სავალდებულო სამხედრო გაწვევას) და ექვსი წლის შემდეგ, ალბათ, თვითონვე მიხვდებიან, რომ გასაუქმებელია", – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

„გირჩი" ახალგაზრდებს ჯარისგან თავის დაღწევაში უკვე ეხმარება. ამ მიზნით პარტიამ 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

„გირჩის" მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაახლოებთ 3 ათასი ადამიანი გაწევრიანდა.

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 25 კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0