თბილისში სასწრაფო დახმარების გამოძახებების რიცხვმა იკლო

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში 100 000 ადამიანზე 200-220 გრიპით დაავადებული მოდის

თბილისი, 29 დეკემბერი  — Sputnik. გრიპის სიმპტომების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა მცირდება, განუცხადა პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ.

სპეციალისტების თქმით, გრიპის დაავადების პიკი 25 დეკემბერს იყო. დღეისათვის დაავადებულთა უმრავლესობას H1N1 ტიპის ვირუსი აღენიშნება. ასევე აღინიშნება H3N2 ტიპის ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი. ამ დროისათვის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა >>

დარახველიძის თქმით, თუ ბოლო დღეებში თბილისში დღეღამის განმავლობაში სასწრაფო დახმარებას 2400-ჯერ იძახებდნენ, დღეისათვის გამოძახებების რაოდენობა 200-ით შემცირდა და პროცესი კიდევ გრძელდება.

პატარა ბიჭი საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
ექიმები გრიპით დაავადებული ბავშვების მშობლებს აფრთხილებენ

ამჟამად საქართველოში 100 000 ადამიანზე 200-220 გრიპით დაავადებული მოდის, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია არ არის, რადგან ეპიდემიის დროს 100 000 ადამიანზე 500 დაავადებული მოდის.

„მოსახლეობა მიიღებს სრულ და ხარისხიან სერვისს, ამდენად, გრიპის ან გრიპისმაგვარი ვირუსების მსუბუქი და საშუალო სირთულის სიმპტომების შემთხვევაში, არ არის საჭირო, გამოიძახონ სასწრაფო დახმარება, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვის ნაცვლად“, - შეახსენა მოსახლეობას დარახველიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სეზონური გრიპისა და გაციების გამო ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც თვალს ადევნებს ვითარებას და უზრუნველყოფს ვირუსული დაავადების სამკურნალო პრეპარატის, „ტამიფლუს“ მარაგებს.

„აღნიშნული პრეპარატის მარაგი საკმარისია, მათ შორის სააფთიაქო დაწესებულებებში და დეფიციტის საფრთხე არ არის“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
იმნაძე: გრიპის ვირუსის გავრცელებამ პიკს მიაღწია

უმრავლესობა ადამიანების ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის. მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.

ყველა ახალი ამბავი
0