ექიმები გრიპით დაავადებული ბავშვების მშობლებს აფრთხილებენ

© photo: Sputnik / Stringerპატარა ბიჭი საბავშვო ბაღში
პატარა ბიჭი საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 100 000 ადამიანზე 221 დაავადებულია

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ექიმები მოუწოდებენ მშობლებს არ გაიყვანონ გარეთ ბავშვები, თუ მათ აქვთ ხველა, ყელის ტკივილი ან სურდო, რადგან ისინი ინფექციის გავრცელების წყაროს წარმოადგენენ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ.

საქართველო გრიპის ვირუსის გავრცელების პიკზეა. გასულ წელთან შედარებით, კლინიკებში მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა. ამჟამად 100 ათას ადამიანზე 221 დაავადებულია. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 000 ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. ამ კვირაში H1N1 ტიპის გრიპის, ანუ „ღორის გრიპის“ გართულებამ საქართველოში ორი ადამიანი იმსხვერპლა.

იმნაძე: გრიპის ვირუსის გავრცელებამ პიკს მიაღწია >>

„არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ გარეთ დაავადებული ბავშვები, რადგან ისინი ვირუსის გადამტანები არიან. ყველა სიცხიანი და შეუძლოდ მყოფი ბავშვი სახლში უნდა დარჩეს. მესმის, რომ მშობლები მუშაობენ, მათ სხვა საქმეებიც აქვთ, მაგრამ ბავშვები გარეთ არ უნდა გავიდნენ“, - განაცხადა სურგულაძემ.

ექსპერტი წუხს, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრების თემას არასერიოზულად აღიქვამენ არამარტო ზოგიერთი მოქალაქეები, არამედ ექიმებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ვაქცინა არაეფექტურია. სურგულაძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა დაავადების პრევენციისათვის ძალიან ქმედით მეთოდს წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, ჩვენი მენტალიტეტი აქამდე ჯერჯერობით არ მისულა. არამარტო ბავშვებისათვის, არამედ მოზრდილებისათვის გრიპის ან გაციების რაიმე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გარეთ გასვლა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გრიპის ეპიდემიას გამოიწვევს“, - აღნიშნა სურგულაძემ.

თუ მოსახლეობა დაიცავს მითითებებს - ხშირად დაიბანს ხელებს, გაციების ნიშნებით გარეთ არ გავა და ექიმს დროულად მიმართავს, გრიპის ეპიდემია არ დაიწყება, აცხადებს ექსპერტი.

გაციება - Sputnik საქართველო
როგორ გამოვიცნოთ გრიპი და რას ნიშნავს ლათინური ასოები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

„თუ ყველანი მოვიქცევით როგორც საჭიროა, არანაირი ტრაგედია არ მოხდება. თვითმკურნალობა გამორიცხულია. ყოველდღე ვლაპარაკობთ და ვყვირით წესებზე, მაგრამ მათ ცოტა ვინმე თუ იცავს“, - აღნიშნა სურგულაძემ.

მიქელაძე: ცხელებამ უნდა მოკლას გრიპის ვირუსი, ამიტომ ჩვენ ცხელებას არ უნდა ვებრძოლოთ >>

სურგულაძის თქმით, ყველაზე საშიშია გართულებები და ლეტალური შედეგი. მისი განცხადებით, ამ ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთება ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება.

სურგულაძე მიიჩნევს, რომ პედაგოგებმა არ უნდა დაუშვან დაავადებული მოსწავლე გაკვეთილზე, ხოლო მშობლებმა ბავშვის მოვლის მიზეზით ბიულეტენი უნდა აიღონ. გარდა ამისა, დამსაქმებელთან პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მათ უნდა იცოდნენ, ვის მიმართონ.

 „საქართველოში არ არსებობს პირველადი ჯანდაცვა. სწორედ ის წარმოადგენს მსგავსი სიტუაციების დარეგულირების ძირითად მექანიზმს. ოჯახის ექიმის სისტემა უნდა გაძლიერდეს, და მისი დახმარებით უნდა ვებრძოლოთ როგორც ეპიდემიას, ისე ონკოდაავადებათა რიცხვის ზრდას“, - დასასრულს აღნიშნა სურგულაძემ.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თუ პრობლემების გარკვეული ნაწილი ოჯახის ექიმის დონეზე გადაწყდება, ქვეყანაში იცხოვრებენ უფრო ჯანმრთელი ადამიანები და ჯანდაცვის სისტემა უკეთესი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0