როგორ გამოვიცნოთ გრიპი და რას ნიშნავს ლათინური ასოები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

© Pixabay / 4330009გაციება
გაციება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთართან ერთად აქტიურდება გრიპის ვირუსი, რაც საქართველოში პიკს ზამთრის თვეებში აღწევს. როგორ მოვიქცეთ გრიპის დროს - ამაზე „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები უკვე განვიხილეთ. ისიც ვთქვით, რომ მათი რაოდენობა 300-მდეა, მათგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობით და გართულებებით გრიპი ხასიათდება.

ზამთართან ერთად აქტიურდება სწორედ გრიპის ვირუსი, რაც საქართველოში ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული ვრცელდება, პიკს ზამთრის თვეებში აღწევს. ამ ყველაფერზე „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

CC BY 2.0 / Flickr / Eneas De Troya / Epidemia de Pánico / Panic Epidemyრესპირატორული დაავადება ქალებსა და მამაკაცებში
როგორ გამოვიცნოთ გრიპი და რას ნიშნავს ლათინური ასოები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო
რესპირატორული დაავადება ქალებსა და მამაკაცებში

რას ნიშნავს ლათინურენოვანი ასოები და აბრევიატურები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

არსებობს სამი ტიპის გრიპი. მათ A, B, C ასოებით აღვნიშნავთ. ჩამოთვლილი ვირუსებიდან ეპიდემიებსა და პანემიებს იწვევს პირველი ორი, მესამე მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია ბრალდებული.

A ტიპის ვირუსს ქვეტიპებიც აქვს. ამას განსაზღვრავს ის ცილები, რაც ვირუსების ზედაპირზეა განთავსებული -ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა. მათი ცვლილებები განაპირობებს გრიპის ვირუსის ცვლილებებსაც. შესაბამისად, აბრევიატურები - H1N1 და H3N2 აღნიშნავს A ტიპის ვირუსს ქვეტიპებს.

არსებობს სეზონური გრიპი და პანდემია.

ზომიერი კლიმატის ქვეყნებში,  სეზონური გრიპი სეზონური აფეთქებების სახით ზამთრის თვეებიდან ადრე გაზაფხულის ჩათვლით  ვლინდება. მის მიმართ მოსახლეობის ნაწილს უკვე აქვს იმუნიტეტი, ამიტომ ეს ვირუსი ფართოდ არ ვრცელდება.

გართულებები ვლინდება ადრეული ასაკის ბავშვებში, მოხუცებსა და იმ პირებში, რომელთაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ.

პანდემიური გრიპი უფრო იშვიათია და პლანეტაზე ფართო გავრცელებით ხასიათდება. მოსახლეობას არ აქვს ამ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი. გართულებები შესაძლებელია აღენიშნოს ნებისმიერ ადამიანს და არა მარტო რისკ-ჯგუფებს.

კაცობრიობას ყველაზე მძიმე პანდემია 1918-19 წლებში ახსოვს და ის ისტორიაში „ისპანკის“ სახელწოდებით შევიდა. ბოლო პანდემია პლანეტაზე 2009 წელს აღინიშნა.

ექიმი ბავშვს სინჯავს - Sputnik საქართველო
როგორ მივიტანოთ ეჭვი ფილტვის ანთებაზე – პედიატრის რჩევები მშობლებს

როგორ გამოვიცნოთ გრიპი

დაავადება იწყება მწვავედ თავის, სახსრების ტკივილით, შემცივნებით, მაღალი ცხელებით, რაც უხშირესად 4-5 დღეს გრძელდება, თუმცა ამ სეზონზე შეიმჩნევა ცხელების გაგრძელება 6-7 დღემდეც.

ხშირად დამახასიათებელია ცხელების ორფაზიანი მიმდინარეობა - ერთდღიანი ნათელი, უსიცხო პერიოდის შემდეგ ცხელება კვლავ განახლდება.

აღნიშნულს თან ერთვის ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ძლიერი სისუსტე, ცხვირიდან სისხლდენა, მიდრეკილება წნევის დაქვეითებისა და გონების დაკარგვისაკენ.

უხშირესი გართულებები ბავშვთა ასაკში შეიძლება იყოს კრუპის სინდრომი, მწვავე ბრონქიტი, პნევმონია.

ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული - Sputnik საქართველო
რისთვის სჭირდება ორგანიზმს ომეგა-3 და როგორ შევავსოთ მისი დეფიციტი საკვების მეშვეობით

როგორ ვუმკურნალოთ გრიპს სახლის პირობებში

მიეცით თბილი სითხეები გაზრდილი რაოდენობით

საჭირო შემთხვევაში ექიმი ეფექტურ ანტივირუსულ პრეპარატს დანიშნავს

მართეთ ცხელება 38,5 და მეტი ტემპერატურის არსებობისას, ამ მიზნით გამოიყენეთ პრეპარატების ორი ჯგუფი - პარაცეტამოლი და იბუპროფენი.

ნუ შეგაშინებთ მაღალი ცხელება-ის გრიპის თანმდევი ნიშანია!

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ გახშირებული სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ბავშვი ვერ იღებს სითხეებს, აღებინებს კვების და /ან სითხეების ყველა მიღების შემდეგ, აქვს გამოხატული ძილიანობა, კრუნჩხვა, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ საავადმყოფოს.

სკოლა, გრიპი, პროფილაქტიკა - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ ბავშვები შემოდგომა–ზამთარში გავრცელებული გრიპისგან

დაიცავით საკუთარი თავი და პატარები

არ გაუშვათ ბავშვი საბავშვო ბაღსა და სკოლაში, ამით დაიცავთ თქვენს პატარას გართულებებისაგან, მის სხვა თანატოლებს კი ინფიცირებისაგან.

ხშირად დაიბანეთ ხელები.

დღის მანძილზე ხშირად განიავეთ ოთახები.

არ გამოიყენოთ ავადმყოფის პირადი ნივთები -ჭურჭელი, პირსახოცი, ცხვირსახოცი.

გამოიყენეთ დამცავი ნიღაბი.

გახსოვდეთ, გრიპის ყველაზე საუკეთესო პროფილაქტიკა ვირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციაა, რაც რეკომენდებულია ჩატარდეს გრიპის სეზონის დადგომამდე.

ჯანმრთელობას და უგრიპო ზამთარს გისურვებთ, მეგობრებო.

 

ყველა ახალი ამბავი
0