მიქელაძე: ცხელებამ უნდა მოკლას გრიპის ვირუსი, ამიტომ ჩვენ ცხელებას არ უნდა ვებრძოლოთ

© photo : Caucasus International University / FBთემურ მიქელაძე
თემურ მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე საუბრობს იმაზე, როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ვირუსებს.
მიქელაძე: ცხელებამ უნდა მოკლას გრიპის ვირუსი

„ევროპისა და ამერიკის აკადემიის რეკომენდაცია არის შემდეგი: სიცხის დამწევი საშუალებები არ გამოვიყენოთ 39 გრადუსამდე, ვინაიდან ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია რესპირაციული პათოგენის მოსაცილებლად. ამ ცხელებამ უნდა მოკლას გრიპის ვირუსი და ჩვენ ცხელებას არ უნდა ვებრძოლოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ პაციენტი იტანს ცხელებას და არ აქვს მას დამძიმებული ანამნეზი, არ არის საჭირო სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება. მთავარია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. სწორედ ამ სითხეებით ავიცილებთ თავიდან გამოშრობას, გულყრებს და ა.შ.“, – ამბობს მიქელაძე.

პედიატრის განცხადებით, იმისათვის, რომ გრიპის ვირუსი არ გავრცელდეს, საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხშირად უნდა დავბანოთ ბავშვებს ხელი. ასევე საკლასო ოთახები აუცილებლად უნდა დამუშავდეს სველი წესით.

 

ყველა ახალი ამბავი
0