ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashvili"სასწრაფო დახმარება"
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის გარდაცვალების ორივე შემთხვევა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა მედიკოსებმა H1N1 ვირუსის, იგივე „ღორის გრიპის" შედეგად კიდევ ერთი ადამიანის სიკვდილი დააფიქსირეს, უბედური შემთხვევა ქუთაისში მოხდა, აცნობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.

ბათუმში 53 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა>>>

„ღორის გრიპის" ვირუსით სიკვდილის პირველი შეთხვევა ბათუმში 24 დეკემბერს დაფიქსირდა.

„მთავარია, რომ ყველამ იცოდეს გრიპის დაწყების სიმპტომები და ამ სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ოჯახის ექიმს. ჯერჯერობით ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ერთი აჭარაში და ერთი – ქუთაისში", – განაცხადა სერგეენკომ.

მისი სიტყვებით, ორივე მსხვერპლი რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. ამ ჯგუფში შედიან ორსულები, ორ წლამდე ბავშვები, ქრონიკული სომატური დაავადებების მქონე პირები და ა.შ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მონაცემებით, ახალნამშობიარები ქალი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ, საღამოს გარდაიცვალა.

H1N1 ვირუსი განსაკუთრებით მძიმე ფორმებით ხასიათდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
საქართველოში სასწრაფო დახმარების გამოძახებების რიცხვმა პიკს მიაღწია

„დღეს ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსის H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი... სამწუხაროდ, გარდაცვალების ორი შემთხვევაა და ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას: გრიპის სეზონის დროს მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომებისადმი", – განაცხადა გამყრელიძემ.

H1N1 ("ღორის გრიპი") მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერ-წვეთოვანი გზით.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიურს უწოდებენ, რადგანაც დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში ვირუსი ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0