პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე მონაცემები კვლავ განახლდა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის, პრობლემური ვალების განულების პროგრამაში 11 საბანკო და 27 არასაბანკო საფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოვალეთა ერთიან ბაზას 6 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. კერძოდ,  შპს „კრედიტ მენეჯმენტი", სს „მისო კრისტალი", შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს", სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ", შპს „სვის კაპიტალ ავტო" და სს „ზიპ კრედიტ".

ექსპერტი: მომავალში საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა ჭარბვალიანობამ კვლავ შეაწუხოს - Sputnik საქართველო
ექსპერტის მოსაზრება: საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა კვლავ ჩაეფლოს ვალებში

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა მიმდინარე წლის ნოემბერში გაახმოვანა, რომლის თანახმად, ახალ წლამდე საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე vali.ge 10 დეკემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი. თუ მსესხებელი აღნიშნულ ონლაინ-ბაზაში საკუთარ მონაცემებს იპოვის, მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ვებ-გვერდზე მითითებული დავალიანება გაუნულდება.

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია  604 ათას 797 მსესხებლის ინფორმაცია 1,302,750 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 4 მილიონ ლარს აღწევს.

Калькулятор и иностранные деньги - Sputnik საქართველო
„ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“... ანუ გაცოცხლებული მევალეები

ვებ-გვერდზე ამ ეტაპზე ატვირთულია 11 ბანკიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:  სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს "ბაზისბანკი", სს "ტერაბანკი", სს „კრედო ბანკი" და სს “ფინკა ბანკი საქართველო”.

განულების პროგრამაში ამ ეტაპზე მონაწილეობს 27 არასაბანკო საფინანსო ორგანიზაცია: შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო”, შპს „ემ.კოლექტორი”, შპს „კრედიტ ექსპერტ ჯორჯია”, შპს „გრანატ კაპიტალ”, შპს „გრანატ ინვესთმენთ”, შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“, შპს „ფინანსური ბიურო”, შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიურო”, შპს „ფინანსური სექტორი”, შპს “კრედიტლაინი”, შპს UNIVERSAL SERVICE, სს „მისო ინტელექსპრესი”, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ”, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი”, შპს „მონლაინ”, შპს „საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო”, შპს „კრედიტ მენეჯმენტი”, სს „მისო კრისტალი”, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს”, სს „ორგანიზაცია სვის კაპიტალ”, შპს „სვის კაპიტალ ავტო”, სს „ზიპ კრედიტ”, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4ფინანსი”, სს „იკაპიტალი“, სს მისო „ქართული კრედიტი“, შპს „ფინპორტი”, შპს „ფრენდლი ფაინენს ჯორჯია”.

რატომ მოხვდა გარდაცვლილთა სასესხო დავალიანება სესხების განულებისთვის შექმნილ ბაზაში >>

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 ათას ლარს არ აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0