რატომ მოხვდა გარდაცვლილთა სასესხო დავალიანება სესხების განულებისთვის შექმნილ ბაზაში

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ვალუტა
ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვებ-გვერდზე ამ დროისთვის ატვირთული ინფორმაციის მიხედვით, სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში, შესაძლებელია, გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ მონაცემებიც დაფიქსირდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რა შემთხვევაში ჩამოუწერს მიკროსაფინანსოების ნაწილი ვალს „შავ სიაში“ მყოფებს>>>

პრემიერ-მინისტრმა ახალი ინიციატივა მიმდინარე წლის ნოემბერში გაახმოვანა, რომლის თანახმად, ახალ წლამდე საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

ნოემბერში პრემიერმა განაცხადა, რომ საუბარი ეხება 1,5 მილიარდ ლარს, რომლითაც დაიფარება საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანებები. არსებული ინფორმაციით, ამ ვალების ჩამოწერას „ქართუ ბანკი" ითავებს, რომლის დამფუძნებელია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე vali.ge 10 დეკემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი. თუ მსესხებელი აღნიშნულ ონლაინ-ბაზაში საკუთარ მონაცემებს იპოვის, მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
ახალი საკრედიტო მენიუ, ანუ რა მოჰყვება განულებას?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში, თუ მხარეები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული. კერძოდ, მემკვიდრეები ვალდებული არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მემკვიდრეობით მიღებული აქტივების ფარგლებში.

ამიტომაც, უწყების განმარტებით, სესხების ჩამოწერის ინიციატივის ფარგლებში ატვირთულ მონაცემთა ბაზაში შესაძლებელია გარდაცვლილთა სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაციაც დაფიქსირდეს.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას გარდაცვალების მომენტისთვის ჰქონდა", – ნათქვამია ფინანსთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის ვებ-გვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 414 ათასზე მეტი მსესხებლის 699 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

სესხების განულებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე მონაცემები განახლდა>>>

ვებ-გვერდზე ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი", სს „თიბისი ბანკი", სს „ლიბერთი ბანკი", სს „სილქ როუდ ბანკი", სს „ხალიკ ბანკი საქართველო", სს „იშბანკი საქართველო", სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია", სს „ბაზის ბანკი" და სს „ტერა ბანკი".

უწყების ცნობით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას მათი მონაცემებიც დაემატება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 ათას ლარს არ აღემატება.

 

ყველა ახალი ამბავი
0