ექსპერტის მოსაზრება: საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა კვლავ ჩაეფლოს ვალებში

გამოწერა
ექსპერტმა საქართველოს ეკონომიკაში მიმავალი წლის მთავარი მოვლენა დაასახელა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, რა განაცხადა ზურაბ კუკულაძემ.

 

ექსპერტმა საქართველოს ეკონომიკაში მიმავალი წლის მთავარი მოვლენა დაასახელა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, რა განაცხადა ზურაბ კუკულაძემ.

„მიმავალი 2018 წლის მთავარ მოვლენად ეკონომიკის სფეროში მე მაინც საქართველოს 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების განულებას დავასახელებდი. ამ მოვლენას გამოვყოფ არა იმიტომ, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა ძალამ ინება, მიეცა ხალხისთვის რაღაც შეღავათები. ეს არის იმ პრობლემების აღიარება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვდა და რომელთა პირველმიზეზი, აუცილებელი არ არის, ჩვენი მთავრობა იყოს. ეს არის შედეგი იმ პროცესისა, რომელიც ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში დაიწყო. დღეს ამ პრობლემების ჩამოწერა შესაძლებელი გახდა, რამაც  გარკვეულწილად ხელი შეუწყო მავანს, მოეპოვებინა პოლიტიკური ქულები“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ზურაბ კუკულაძემ.

მრგვალი მაგიდა თემაზე „წლის შედეგები საქართველოში - პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი“ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამართლის დოქტორმა ვენედი ბენიძემ, ეკონომიკის ექსპერტმა ზურაბ კუკულაძემ და ანალიტიკური გამოცემა IAIP-ის დირექტორმა გოჩა მირცხულავამ. 

ყველა ახალი ამბავი
0