„ბედნიერი ვარ“ – ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაათვალიერა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა, წინამორბედებისგან მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, არ მოისურვა ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში მუშაობა. მან ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლე აირჩია.

საქართველოს პრეზიდენტი ათონელზე რეზიდენციას მასმედიასთან ერთად დაათვალიერებს>>>

საქმე არ იცდის

ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია საგანგებოდ კეთილმოეწყო პრეზიდენტისთვის და 2015 წლის აპრილში ჩაბარდა სამუშაოების დამკვეთს. ჯერ კიდევ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იყო საუბარი, რომ ამ შენობაში იმუშავებდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ამ იდეაზე უარი თქვა და ავლაბრის სასახლეში დარჩენა გადაწყვიტა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კეთილმოეწყო.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია და დიმიტრი გაბუნია თანამდებობებზე ოფიციალურად წარადგინა

მიუხედავად ზურაბიშვილის სურვილისა, ჯერჯერობით პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ შეუძლია ათონელის რეზიდენციაში სრულყოფილად მუშაობა. ათონელზე რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელი სრულად არ არის დასრულებული, თუმცა უკანა მხარეს მდებარე ფლიგელი მთლიანად დასრულებულია და პრეზიდენტი საქმიანობას დროებით იქ დაიწყებს.

„ძალზე ბედნიერი ვარ, რამდენადაც აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ ყველაფერი იმ ფორმაში არაა, როგორიც რამდენიმე თვის ან კვირის შემდეგ უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მუშაობა ამ ფლიგელში დავიწყოთ. ჩვენ იმდენი საქმე უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს. თუმცა, როდესაც სტუმრები გვეწვევიან, მაშინ აუცილებელი იქნება, რომ აქ ყველაფერი შესაბამისად გამოიყურებოდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფლიგელი ეტაპობრივად აღიჭურვება – ავლაბრის რეზიდენციიდან კომპიუტერულ ტექნიკას გადმოიტანენ. შენობის ინტერიერი უკვე შემოწმდა. პროცესის სრულ დასრულებამდე ავლაბრის რეზიდენციაში დარჩება იმ პირთა ნაწილი, რაც ადმინისტრაციის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

ახალი ადმინისტრაცია

მანამდე, ვიდრე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგებოდა, მან ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დააანონსა. უკვე ცნობილია, რომ 140 თანამშრომლის ნაცვლად პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციაში 60 ადამიანი იმუშავებს.

ქალთა სამოსში ინაუგურაციაზე შავი ფერი ჭარბობდა - Sputnik საქართველო
როგორ გამოიყურებოდნენ ინაუგურაციის სტუმარი ქალები

ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი და ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მისი მოადგილე ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო ადვოკატი დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დანიშნა.

საზოგადოებასთან ურთიერთობას კი ამ ეტაპზე ნათია პავლიაშვილი გაუწევს კურირებას.

პრეზიდენტი ქართული საზოგადოების გაძლიერებას სოლიდარობაში ხედავს>>>

Оff the record – მასმედიასთან ურთიერთობის ახალი ფორმატი

ინაუგურაციის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრისას ზურაბიშვილმა ისაუბრა, თუ როგორ აპირებს მასმედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობას.

თელავი - Sputnik საქართველო
საქართველო ახალ რეალობაში - ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუციური ცვლილებები

 „აქ იქნება თქვენი სახლი და მე მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი - off record, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ურთიერთობის მსგავსი ფორმატი მას ჰქონდა, როდესაც იგი ქვეყნის საგარეო უწყებას ედგა სათავეში. ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლიდან გახდა. 2005 წლის ოქტომბერში მან თანამდებობა დატოვა.

„მსგავსი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში მქონდა, რომელსაც ერქვა „ჩემი პრესკლუბი”... ახლო მომავალში, დღესასწაულების შემდეგ ვეცდები ამ ფორმატში ვიმუშაო“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს თელავში გაიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0