რა პერსპექტივა აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას?

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია
გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

 

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რატომღაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. როგორც ჩანს, ისინი ქუჩის აქციებსაც გააგრძელებენ და ეცდებიან, სხვა პოლიტიკური ძალებიც აიყოლიონ. რადგან დღეს რეალურად ქართული პოლიტიკა ორი პოლუსის მდგომარეობიდან გამოვიდა და ოთხპოლუსიანი გახდა. ანუ ძალთა ბალანსი შეიცვალა. თუ ქართული ოცნების პატრიოტთა ალიანსთან ალიანსი გამოიკვეთა, თავის მხრივ გაერთიანებული ოპოზიცია დავით ბაქრაძის და გიგა ბოკერიას „ევროპელ დემოკრატებთან“ თანამშრომლობს მჭიდროდ. სავარაუდოდ, მათ სხვა წვრილი პოლიტიკური ძალებიც შეუერთდებიან ამ მოთხოვნაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - 2018 - Sputnik საქართველო
ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს - „ძალა ერთობაშია“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ორ შემთხვევაში ინიშნება. 80-ე მუხლის მიხედვით, თუ პარლამენტი ვერ ამტკიცებს საქართველოს ბიუჯეტს და მთავრობას, მეორეც - შექმნილია ისეთი პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ანუ გარდა მთავრობისა და ბიუჯეტის ჩაგდებისა, რეალურად ქუჩიდან აქციებითაც შეიძლება ხელისუფლების იძულება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

გუშინ ფილარმონიაში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ გარდა ვადამდელი არჩევნებისა, ოპოზიციას სურს, 2019 წელსვე პროპორციული ანდა რეგიონულ-პროპორციული სისტემით ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ოპოზიციამ ამ შემთხვევაში სწორი სტრატეგია აირჩია. „ვაშაძის მიერ აღებული 780 ათასი ხმა ნაციონალური მოძრაობის აწ უკვე მყარი ამომრჩეველია და თუ გაიზრდება, თორემ დაქსაქსვა-შემცირება ამ ხმებს არ ემუქრება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ევროპული საქართველო მას გაემიჯნება. რაც შეეხება N48-ის მიერ აღებულ მილიონ 140 ათას ხმას, აქედან, ოპტიმისტური გათვლებით, ოცნების მყარი ამომრჩეველია პირველ ტურში მისული 600 ათასი ამომრჩეველი, დანარჩენი კი არჩევნებზე მიშას დაბრუნების შიშით მივიდა“, - თვლის ლაგაზიძე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ამჯერა სწორ გზას ადგას, რადგან ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სხვა პარტიებს, ვისაც 3-პროცენტიანი ბარიერის გამო პარლამენტში მოხვედრა სურს, მოკავშირეებად იხდიან. „ამას ემატება ისიც, რომ პარალელურად ხელისუფლება დგას რადიკალური საკადრო განახლებისა და რეფორმების აუცილებლობის წინაშე. ასე რომ, ნაციონალები ამას ითვლიან - გარედან ზეწოლა ოცნებას ფორსმაჟორში ჩააგდებს.... რა სვლები აქვს „ოცნებას“ დარჩენილი? თავად მოუხმოს პარტიებს პროპორციულ სისტემაზე სალაპარაკოდ და დათმოს პროპორციული სისტემა 2020 წლისათვის“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ლაგაზიძის პათოსს იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილიც, რომელიც თვლის, რომ სწორედ ქართული ოცნების „დამსახურებაა“ ნაციონალური მოძრაობის სრული რეაბილიტაცია და ახლა ქართული საზოგადოების მთავარი ამოცანა ამ სცენარის შესრულება არ  დაუშვას. ხუხაშვილის აზრით, სწორედ ამიტომაა საჭირო მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა. თუმცა ამას დიდი ფინანსური, ადამიანური რესურსები და საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გაერთიანებული ოპოზიცია მომხრეებს 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეკრებს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „გაერთიანებულ ოპოზიციას არაადექვატური ლიდერი რევოლუციისკენ მოუწოდებს“. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები თავად მოახერხებენ, არც საკუთარ ამომრჩეველს გაუცრუონ ენთუზიაზმი და არც - საერთაშორისო წესებისა და კანონის წინააღმდეგ წავიდნენ. „სახელმწიფოს შესწევს ძალა, აღკვეთოს დესტაბილიზაციის მცდელობები“, - ამბობს ვოლსკი.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ამ არჩევნების მიმართ საკმაოდ მკაცრი გამოდგა,სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა უკვე მრავალმა პირველმა პირმა მიულოცა და მისი პერსონის მიმართ ინტერესი მაღალია. ვარაუდობენ, რომ საქართველოს ეყოლება პირველი პირი, რომელიც პირდაპირ კომუნიკაციას შესძლებს მსოფლიოს ლიდერებთან. დასავლეთიდან წამოსული პოზიტიური სიგნალები იმასაც ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას აქციებისა და ვადამდელი არჩევნების კუთხით დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა არ ექნება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
რა გეგმები აქვს საქართველოს ახალ პრეზიდენტს

აკი აღნიშნა კიდეც  ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა - სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩეველმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინა.

საქართველოს ახლა სწორედ სტაბილური განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება სჭირდება, რაც პოლიტიკურ პროცესს, ბუნებრივია, არ გამორიცხავს, ოღონდ - კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური