რა გეგმები აქვს საქართველოს ახალ პრეზიდენტს

© Sputnik / STRINGERსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპირებს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გასვლას?

საქართველოს ახალი, მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს შედგება. ქვეყანას პირველად ისტორიის მანძილზე ეყოლება ქალი-პრეზიდენტი, რომელიც ბოლო, პირდაპირი წესით არჩეული ქვეყნის პირველი პირი იქნება. აღარ გვეყოლება პირველი ლედი და არც პირველი მისტერი. თუმცა პირველი სიგნალები, რაც სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებამ მოუტანა ქვეყანას, დადებითია.

გარდა იმისა, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ გვპირდება დაპირებების ასრულებას, საფრანგეთის ხელისუფლებამ სასწრაფოდ დააფიქსირა, რომ ის მზადაა ახალ პრეზიდენტთან ღრმა თანამშრომლობისათვის.

პარიზი - Sputnik საქართველო
„მზად ვართ ზურაბიშვილთან მუშაობისთვის" - საფრანგეთი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ულოცავს

საინტერესო შეფასებები გაისმა მოსკოვის მხრიდანაც. კრემლის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ თბილისისა და მოსკოვის დიალოგი აღდგება. იმ ფონზე, როცა ვაშინგტონში ანალიტიკური სტატიები იქმნება, როგორ არ უნდა ჩაითრიონ საქართველომ და უკრაინამ აშშ რუსეთის წინააღმდეგ კამპანიაში, ეს ცუდი სულაც არ არის. უფრო სწორად, ძალიან კარგია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რაღაც ხარისხით მაინც გაუმჯობესდება.

რაც შეეხება თავად არჩევნებს - ის სულაც არ იყო წინა არჩევნებზე უკეთესი ან უარესი. საქმე ისაა, რომ პირველ ტურში ქართული ოცნება ძალიან ლიბერალურად უდგებოდა საკითხს და არანაირი მობილიზაცია და მხარდამჭერთა გამხნევება არ შეინიშნებოდა. მეორე ტურამდე არსებულ 5 კვირაში კი რეგიონების მმართველებიც და მაჟორიტარებიც სერიოზულად გააქტიურდნენ და ამან შედეგი გამოიღო კიდეც. ასე რომ, ბევრი რაიონის მაჟორიტარი რომ ახლოს გაიცნო მოსახლეობამ, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილისა და მეორე ტურის დამსახურებაა, ისევე, როგორხ ხელისუფლების დაფიქრება, რატომ უჩვენა ქართველმა ხალხმა მას წითელი ბარათი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
შოკი და სიხარული: რეაქცია არჩევნების შედეგებზე სოციალურ ქსელებში

„ამომრჩეველი ბოლოჯერ გვენდო“, -ასე შეაფასა პარლამენტარმა რომან კაკულიამ ეს პროცესი. უფრო ზუსტები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ამომრჩეველი ისევ ბიძინა ივანიშვილსა და მის სიტყვას ენდო. ძალიან მალე - ორ კვირაში ვალების განულების პროცესი უნდა დაიწყოს. იანვრიდან ასევე დაგეგმილია არაერთი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. თუკი მათ ადგილებზე სათანადო კვალიფიკაციისა და პატიოსნების ადამიანები განახორციელებენ, სულაც არ იქნება საშიშროება, მმართველი პარტია შეიცვალოს ან ოპოზიციამ ხალხის საპროტესტოდ აყოლიება შესძლოს.  თუმცა კოალიციური მთავრობა 2020 წლისათვის ნამდვილად უკეთესი შანსი იქნება ქართული დემოკრატიისათვის, ვიდრე ერთპარტიული პარლამენტი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია

არსებობს თუ არა პროცესების ქუჩაში გადანაცვლების საფრთხე? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სოციალური მდგომარეობის მინიმალურ სტანდარტამდე აწევას ვერ შესძლებს. სხვა მხრივ მიხეილ სააკაშვილმა ამ არჩევნებზე დახარჯა ბოლო რესურსი და გამოავლინა ბევრი ლატენტური თუ დროებით გაჩუმებული მომხრე. პრობლემა ის კი არაა, რომ ვინმე სააკაშვილს ემხრობა, აბსოლუტურად მიუღებელია ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები იმ პირის მხრიდან, რომელიც ორ ვადაზე მეტი ხნით მართავდა ქვეყანას.

მართალია, საქართველოში პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები ცხადყოფს, რომ ისინი მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებასა და საპარლამენტო არჩევნებზე ფიქრობენ უფრო მეტად და არა - ქუჩის აქციებზე, ვარდების რევოლუციასა და სახელმწიფოს გადატრიალებაზე. გრიგოლ ვაშაძემ უკვე განაცხადა, რომ სანამ გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტია არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ გააგრძელონ პოლიტიკური ბრძოლა, მოწოდება სამოქალაქო დაუმორჩილობლობისაკენ რჩება ერთი პოლიტიკოსის ინდივიდუალურ მოსაზრებად და ჯერ ვერაფერს იტყვის, გაიზიარებს თუ არა ამ აზრს დანარჩენი ოპოზიცია.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გაერთიანებული ოპოზიცია მომხრეებს 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეკრებს

სააკაშვილის დარდი, რატომ დაუჯერეს მორიგ ჯერზე ფულიან კაცს ამომრჩევლებმა, სჯობდა, მისი შეცდომების გაანალიზების შედეგი ყოფილიყო. მას ბევრი არაფერი გაუკეთებია საშუალო კლასის შესაქმნელად საქართველოში, რომელიც ღირსეული ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე არჩევანს არა კუჭისა და სამსახურის ხათრით, არამედ იდეების გამო გააკეთებდა. ასევე ნაკლებად რომ ყოფილიყო თავად ჩართული ამ პროცესებში, შესაძლოა, ვაშაძეს მაინც ვერ გაემარჯვებინა, მაგრამ მეტ ხმებს ნამდვილად მიიღებდა.

რა გეგმები აქვს საქართველოს ახალ პრეზიდენტს? მისი ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც კლასიკური საპარლამენტო წყობის გარანტი უნდა გახდეს. მოახერხებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვას, დრო გვიჩვენებს. დღესვე ცხადია, რომ ის გერმანული სტილის „მძინარე პრეზიდენტი“ არ იქნება, მაგრამ არც ზეაქტიურობას უნდა ველოდოთ მისგან. ახლა მთავარი კითხვა მაინც ისაა, შეძლებს თუ არა პარლამენტი იმაში დარწმუნებას, რომ ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია და მთავრობის საქმიანობა უნდა გააკონტროლოს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0