გაერთიანებული ოპოზიცია მომხრეებს 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეკრებს

© photo: Sputnikგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სანამ სააკაშვილის მოსაზრება გუნდში არ განუხილავთ, ის ცალკე პიროვნების მოსაზრებად რჩება

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საღამოს თავის მომხრეებს ფილარმონიაში შეხვდება, რათა გაიგოს მათი აზრი და მათი პოზიცია მოისმინოს, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი ლიდერობს: ცესკომ ბიულეტენების ნახევარზე მეტი დაამუშავა

შეხვედრა ფილარმონიაში 18:00 საათზეა დაგეგმილი.

ვაშაძის განცხადებით, ისინი ცესკოს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ელოდებიან, მაგრამ პარალელურად გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი შედეგებს ითვლის. ბევრ უბანზეა დარღვევა და ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია შედის მათ ქოლცენტრში მხარდამჭერებისგან.

„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, ამას საერთოდ შეიძლება ვუწოდოთ თუ არა არჩევნები... ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები, ამისთვის ხვალ საღამოს 6 საათისთვის გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სანამ სააკაშვილის მოსაზრება გუნდში არ განუხილავთ, ის ცალკე პიროვნების მოსაზრებად რჩება.

კობახიძე: სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს ვითარებას საქართველოში>>

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი შედეგების მიხედვით,  ნახევარი საარჩევნო უბნების დათვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს ხმების 58,03% აქვს, მისი კონკურენტი, გრიგოლ ვაშაძე 41,97%–ს იღებს.

ხმების დათვლა გრძელდება. წინასწარ მონაცემებს ცესკო, სავარაუდოდ, დილისთვის გამოაქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0