თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს ხმების 58,03% აქვს – ასეთია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი შედეგები ნახევარი საარჩევნო უბნების დათვლის შემდეგ.
მისი კონკურენტი, გრიგოლ ვაშაძე 41,97%–ს იღებს.
მანამდე ზურაბიშვილის გამარჯვება ეგზიტპოლებით დადასტურდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 56,23–მა პროცენტმა.
ხმების დათვლა გრძელდება. წინასწარ მონაცემებს ცესკო, სავარაუდოდ, დილისთვის გამოაქვეყნებს.
მეორე ტურში საარჩევნო ზღვარი არ არსებობს – გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.