მამუკა ბახტაძე: ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის მოწყობის შემთხვევაში დარღვევებს კანონის ძალით გაეცემა პასუხი.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

პრემიერის განმარტებით, არჩევნების პერიოდში იყო ექსცესები და პროვოკაციები, რომლებმაც შედეგებზე გავლენა არ იქონია.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასეს

„ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები  და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ბრიფინგზე პრემიერმა ასევე მიულოცა დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება და აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის შემთხვევებს კანონის ძალით გაეცემა პასუხი. ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის, აღნიშნა პრემიერმა.

„ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს, არეულობას და დისონანსის მცდელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში... თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ შემთხვევას კანონის ძალით გაეცემა პასუხი!“, - განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძემ ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - 2018 - Sputnik საქართველო
ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს - „ძალა ერთობაშია“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

„კიდევ ერთხელ ვულოცავ სალომეს ამ დამაჯერებელ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მას უკვე მიულოცეს პრეზიდენტად არჩევა ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა", - განაცხადა პრემიერმა.

მეორე ტურის შედეგებით, საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". გამოცდილმა დიპლომატმა ამომრჩეველთა ხმების თითქმის 60% მიიღო.

ზურაბიშვილის კონკურენტი მეორე ტურში იყო გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გუშინ თბილისის საკონცერტო დარბაზში თანამოაზრეებსა და მომხრეებს შეხვდნენ. შეკრებილებს ინტერნეტით მიმართა ასევე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც არჩევნების დღეს, ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე მიმართა თავის თანამებრძოლებს, მომხრეებს და „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა. გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური