„ნერვების ომი" - ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ

© Sputnik / Denis Aslanovარჩევნების მეორე ტური
არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ოპოზიციამ საარჩევნო უბნებზე დაახლოებით 670 დარღვევა დააფიქსირა

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბების წარმომადგენლები კენჭისყრის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ.

რას აკეთებს შსს-ს სპეცტექნიკა მარნეულში - უწყება განმარტებას აკეთებს>>>

დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა" უჭერს, მისი მოწინააღმდეგე გრიგოლ ვაშაძე კი, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია, ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 38,8% შეადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარმე და ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის" ოთხი წევრი ქალაქ რუსთავში კენჭისყრაში ხელმეორედ მონაწილეობას შეეცადა, ხოლო ქალაქ მარნეულში კი იგივე პარტიის წარმომადგენლებმა №15-ე საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების მოპარვის ბრძანება მიიღეს, რათა საარჩევნო კომისიისთვის პრობლემები შეექმნათ.

„ნაცმოძრაობა" ოპოზიციის რანგში ცდილობს გააკეთოს ის, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა. რა თქმა უნდა, მათ იმავე მასშტაბებში არჩევნების გაყალბების რესურსი არ აქვთ, მაგრამ ისინი ცდილობენ არსებული რესურსის ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ, რათა არჩევნები გაყალბდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ბრალდებებს „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა უპასუხა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრია.

„აბსურდის თეატრია, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას" და გაერთიანებულ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს. მათ საარჩევნო უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლების გამოძევების დავალება მიიღეს. აი, ამ ვითარებაში ტარდება არჩევნები", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"TVპირველის" ჟურნალისტს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს>>>

გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ამ დროისთვის 668 დარღვევაა დაფიქსირებული, რომელთა უმეტესობა საარჩევნო უბნებზე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტატორების ყოფნას ეხება. გარდა ამისა, იყო ფარული ხმის მიცემის დარღვევისა და ვაკეში ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენების შემთხვევები.

გაყალბებას გამორიცხავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ ერთიდაიგივე მისამართზე დარეგისტრირებული იყო მამა და შვილი, რომლებსაც ერთნაირი სახელები აქვთ. მსგავსი შემთხვევა იყო ორი.

გარდა ამისა, ვაშაძის შტაბმა ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა იმის გამო, რომ მარნეულში კენჭისყრა არა საარჩევნო უბანზე, არამედ ეზოში ტარდებოდა. ამის დასტურად ოპოზიციამ ვიდეო გაავრცელა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
დეპუტატი ამომრჩეველს ხმის მიცემაში დაეხმარა - შსს-მ საქმე აღძრა

ზურაბიშვილის შტაბის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ მოგვიანებით განმარტა, რომ აღნიშნული ვიდეო იმ ოჯახშია გადაღებული, სადაც გადასატანი ყუთი მიიტანეს.

კიდევ ერთი ბრალდება დაკავშირებულია ზურაბიშვილის შტაბის კოორდინატორებთან, რომლებსაც აღმოაჩნდათ ამომრჩევლების სიები მათი ფოტოებითა და პირადი მონაცემებით. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატმა აღნიშნული საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო და შესაბამის პოლიტიკურ ძალას კონკრეტული ფაქტების წარმოდგენისკენ მოუწოდა.

მეორე ტურის გამართვა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. ამჯერად გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, ვინც ხმების მეტ რაოდენობას მოიპოვებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0