რას აკეთებს შსს-ს სპეცტექნიკა მარნეულში - უწყება განმარტებას აკეთებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ცნობით, საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში საქართველოს შსს-ს პოლიციური ძალები ამომრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადანაწილდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ბრიფინგზე.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გახარია პირადად გაუწევს კურირებას უსაფრთხოებას არჩევნებზე

შსს: გამოძიება საარჩევნო პროცესში სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე მიმდინარეობს>>>

ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია Rustavi2 დილიდანვე ავრცელებს ინფორმაციას მარნეულში სპეცტექნიკისა და სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზების შესახებ. საქართველოში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა.

„კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა არჩევნების მიმდინარეობის დროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება", - განაცხადა ჯავახაძემ.

როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის მარნეულში, ისევე როგორც სხვა რაიონებში, ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება შესაბამისი აღჭურვილობით. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს საამისო კონკრეტული მიზეზი. საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა და მმართველო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0