შსს: გამოძიება საარჩევნო პროცესში სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე მიმდინარეობს

© photo: Sputnikპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაზე.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გააკეთეთ არჩევანი მშვიდად - შსს წესრიგის დასაცავად ყველა ზომას გამოიყენებს>>>

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს. მეხუთე ნომრად კენჭს იყრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს, ხოლო 48 ნომრად - სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
"TVპირველის" ჟურნალისტს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დაიწყო თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ტვ პირველის" ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე და ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე. ბრალდების ადრესატები არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები", - განაცხადა ჯავახაძემ.

მისი თქმით, ოთხივე საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რის შესახებაც საზოგადოება დამატებით ინფორმაციას უახლოეს დროში მიიღებს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
დამკვირვებლებმა პირველი საჩივრები დაწერეს - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ჯავახაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაზე, შესაბამისად უწყება აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს – საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

სექტემბრის დასაწყისში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გააფორმეს მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეეხებოდა.

წინასაარჩევნო კამპანიისა და საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების მიზნით,   შსს-მ პოლიციელთა მობილური ჯგუფები შექმნა, რომელთაც საარჩევნო უბნებზე კენჭისყრისა და ხმის დატვლის დროს წესრიგის დაცვა ევალებათ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0