"TVპირველის" ჟურნალისტს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გამოწერა

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თამარ ჩუგოშვილი: ზოგ საარჩევნო უბანზე პროვოკაციის მცდელობები შეინიშნება>>>

„TV პირველის" ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძის განცხადებით, მას გლდანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გააკეთეთ არჩევანი მშვიდად - შსს წესრიგის დასაცავად ყველა ზომას გამოიყენებს

„ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან კონკრეტული დაჯგუფებები მაისურებზე წარწერით: „არა ნაციზმს", როგორც ისინი ჩვენთან საუბრობენ, სახალხო მოძრაობა უზრუნველყოფს ხალხის ტრანსპორტირებას და ამ გზით ხმის მიცემის პროცედურის გამარტივებას. ჩვენს კითხვაზე თუ რატომ არიან მოსული, საპასუხოდ რამდენიმე მათგანი შეეცადა ჩემთვის ტელეფონის წართმევას, იყო ფიზიკური შეურაცხყოფაც, რამდენიმე ქალბატონმა  სახეში დარტყმა და ტელეფონის წართმევა სცადა", – აცხადებს ჟურნალისტი.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე - №5 და სალომე ზურაბიშვილი - №48.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი გუნდი „ქართული ოცნება" უჭერს მხარს, 28 ოქტომბერს გამართულული არჩევნების პირველ ტურში ხმების 38,64% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.

 

ყველა ახალი ამბავი
0