„გათეთრებულთა“ ხვედრი... ანუ რას დაეყრდნობა საბანკო ვერდიქტი

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემორჩება თუ არა "შავი სია" საფინანსო სისტემის მეხსიერებას და შეძლებს თუ არა "გათეთრებული" მოსახლეობა ისარგებლოს საკრედიტო რესურსით, რა იქნება გადაწყვეტილების მიღების მთავარი კრიტერიუმი?

ერთგულო მკითხველო, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმები, რომ არაერთი სტატია დავუთმე საბანკო ოლიგოპოლიისა და საფინანსო-საკრედიტო სექტორთან აფილირებული კომპანიების განსაკუთრებულ „ღვაწლს“ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შეფერხების პროცესში. სხვისი არ ვიცი, მე კი ამ საკითხზე სისტემატურად ვამახვილებდი ყურადღებას, როცა ჭარბვალიანობის თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპისა თუ მძიმე სოციალური ფონის გამომწვევ მიზეზებზე ვწერდი. ბევრჯერ მითქვამს, კომერციული ბანკებისა და მათთან აფილირებული კომპანიების მიერ „ფრთების ფართოდ გაშლამ“ ქვეყნის ეკონომიკაში გააქრო ტერმინი კონკურენტული გარემო და სიტყვა კონკურენცია. დღეს მათ ხელშია მსხვილი ბიზნესის სამოცდაათ პროცენტამდე. განმარტებისთვის: ბანკებთან აფილირებულ კომპანიებზე საუბრისას ვგულისხმობთ სამშენებლო სექტორს, სადაზღვევო კომპანიებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ჰოსპიტალურ სამედიცინო ბიზნესსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს. ზოგიერთი მათგანი უმაღლესი განათლების სექტორშიც კი ოპერირებს.

ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
„შავი სიის“ გათეთრების თეორია და პრაქტიკა... ანუ ვისთვის და როგორ?!

წინამდებარე სტატიაში კიდევ ერთხელ შევეხოთ 600 000 კრედიტორზე ძველი დავალიანების სესხების დაფარვის საკითხს. პირველ რიგში გავერკვეთ, მაინც რამ წარმოშვა ეს ჭარბვალიანობა. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი სწორედ საბანკო სისტემასთან აფილირებული მიკროსაფინანსოების შეუზღუდავი საქმიანობაა. იბადება კითხვები, სად იყო ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი? რატომ არ შემოიღეს დროულად რეგულაციები? რატომ შეიყვანეს მოსახლეობა ვალების ჭაობში? რატომ არ გასცემდნენ ბანკები  მოსახლეობაზე შეღავათიან სესხებს და რატომ ამისამართებდნენ ბენეფიციარებს საკრედიტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, სადაც მარტივად მხოლოდ ქონების უზრუნველყოფით მაღალ პროცენტებში გაიცემოდა სესხი? პასუხი ცალსახაა – ამ ქმედებით სარგებელი ნახა საბანკო სექტორმა, იმ საბანკო სექტორმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხერხემალს ნამდვილად არ წარმოადგენს, ხოლო მთავრობას სურვილი არა აქვს, ან არ შეუძლია მოერიოს საბანკო ელიტარულ ლობის.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მომავალი წლის ყულაბა, ანუ ბიუჯეტის პოლიტიკური გათვლები

ამ საკითხის ირგვლივ სასაუბრო-საკრიტიკო ძალიან ბევრია, მაგრამ, მოდით, დავუბრუნდეთ კონკრეტულ აქტუალურ საკითხს, რომელიც ეხება 600 000 მსესხებლის სესხების განულებასა და მის სავარაუდო შედეგებს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ეს კატეგორია საკრედიტო ვალდებულებით გათვალისწინებულ თანხას ისედაც არ და ვერ იხდიდა. მილიარდ-ნახევრიანი დავალიანება ამოღების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, გამოწურულია და მკვდარი თანხაა, რომლის ამოღების მექანიზმი არ არსებობს. ანუ ეს დავალიანება, პრინციპში, ჩამოსაწერად იყო გამზადებული. ამიტომაც ამ ინიციატივაში საკრედიტო ტვირთის მოხსნაზე მეტად მსესხებელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია „შავი სიის“ ე.წ. გამოსყიდვის, ანუ გათეთრების საკითხი. არის მოლოდინი, რომ ამ სესხების გამო „გაშავებული“ პირები კრედიტის განულების შემდეგ კვლავ შეძლებენ ისარგებლონ საფინანსო ინსტიტუტების მომსახურებით. თეორიულად ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ქართული მენტალიტეტიდან და სამევახშეო საფინანსო სექტორის წარმომადგენლების აზროვნებიდან გამომდინარე, „შავი სიის“ დაკოპირებულ ვარიანტს დიდი ალბათობით შეინახავენ. ამით იმის თქმა გვინდა, რომ სესხების განულების აქციით რეალურად „გათეთრებულ“ პირს შემდგომში სესხზე უარს მაინც ეტყვიან, მაგრამ საფუძვლად „შავ სიაში“ ყოფნას არ დაასახელებენ.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
საახალწლო „საჩუქარი“?!. ანუ რატომ გადაიდო საბანკო შეზღუდვები

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია: „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ რეალურად როდესაც მსესხებელს ჩამოეწერება ერთი წლის გადაუხდელი ვალები, რომლებსაც ისედაც არ იხდიდა და საფინანსო ინსტიტუტებიდან მომავალში კვლავ იგრძნო „შავი სიის“ მიერ შექმნილი პრობლემები, მოლოდინის არგამართლებით მიღებული მორალური ზიანი უფრო მეტი ექნება, ვიდრე ამ ყველაფრიდან მიყენებული სიკეთე. ასევე არის მეორე საკითხიც, კერძოდ, ვგულისხმობთ იმ პირებს, რომლებიც უკვე ბოლო რვა თვეა ვერ იხდიან დავალიანებას. რა თქმა უნდა, მორალურად ისინიც ჩათვლიან თავს დაჩაგრულად. მაგრამ სულ სხვაა თემა, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების ბაზაში რეგისტრირებულ მოვალეებს. აქ საუბარია საკრედიტო ვალდებულებებზე, რომელთა ნარჩენი ე.წ. ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის ოქტომბრამდე და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრამდე...“

აშშ-სა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
MADE IN GEORGIA... ანუ როდიდან გველიან ოკეანის გაღმა?

საფინანსო სექტორი ირწმუნება, რომ მომავალში კრედიტი ახალი რეგულაციებით გაიცემა, ეს პროცესი კი გამორიცხავს უპასუხისმგებლო დაკრედიტების პრინციპს. მიუხედავად ამისა, არის მოლოდინი, რომ სესხების ჩამოწერით შეგულიანებული გაჭირვებული მოსახლეობა კვლავ გაყოფს თავს ვალების მარყუჟში. 

ნიკა შენგელია: „ის იმედები, რაც მსესხებლებს „სესხის განულების პროგრამით“ ჩაესახათ, დიდი ალბათობით, სავსებით შესაძლებელია, ვერ გამართლდეს და, უფრო მეტიც, იგი შეიძლება ფართო მასებისთვის მორალურად ზიანის მომტანი უფრო აღმოჩნდეს. ყოველივე ამის რეალური შედეგები უკვე გაზაფხულზე იჩენს თავს და არჩევნების ზღურბლზე გახმოვანებული ეს იდეა შეიძლება ბუმერანგივით შემოუტრიალდეს მართველ ძალას. ეს ერთჯერადი აქცია უფრო ჰგავს სოციალურ „დოტაციას“. როდემდე უნდა ვებრძოლოთ „ეკონომიკური ავადმყოფობის“ შედეგებს ამ „ავადმყოფობის“ წყაროების უგულებელყოფით?! ჭარბვალიანობის მიზეზი ზედაპირზე დევს და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მოსახლეობას არა აქვს შემოსავალი მძაფრი უმუშევრობის ფონზე. უმუშევრობის მიზეზი კი მდგომარეობს ეკონომიკის რეალური სექტორის სტაგნაციაში...“

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო გამოცანა, ანუ რატომ უფასურდება ლარი?

ერთი სიტყვით, ვალების განულების პროგრამით გამოწვეული ეიფორია თანდათან ნელდება და წინა პლანზე იწევს რისკები, რაც ამ პროცესს ერთვის. მიუხედავად ამისა, ინიციატივა მმართველ ძალას წინასაარჩევნოდ უთუოდ წაადგება. მთავარია, როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, პრობლემა ადვილად გადასაწყვეტია სისტემური მიდგომით, მათ შორის, კომპეტენტური სპეციალისტების ჩართვით ეკონომიკური მოდელის რეფორმის პროცესში...

 

ყველა ახალი ამბავი
0