მილიონობით ევრო რეფორმებისთვის: ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება

© Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე და ჟან-კლოდ იუნკერი
მამუკა ბახტაძე და ჟან-კლოდ იუნკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ და ევროკომისიამ ბრიუსელში ერთობლივი სხდომა გამართეს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველო და ევროკომისია, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, შეთანხმდნენ ურთიერთობების გაღრმავებაზე სამი სფეროს 25 მიმართულებით, ნათქვამია ევროკავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 3,4 მილიარდი ევროს ღირებულების 18 სატრანსპორტო პროექტს, საინვესტიციო მოქმედებების გეგმის (TEN-T) თანახმად.

ევრო - Sputnik საქართველო
საქართველო 231 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს

ეს პროექტები დაფინანსდება მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების სახსრებით და მოიცავს რკინიგზას, საავტომობილო გზებს, პორტებსა და აეროპორტებს.

გარდა ამისა, საქართველო, მაკროსაფინანსო პროექტის მესამე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირისგან 2018 წლისთვის მიიღებს 45 მლნ ევროს ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობისთვის.

კიდევ 27 მლნ ევრო გამოიყოფა ენერგოეფექტურობის ამაღლების პროგრამებზე. საუბარია ევროკომისიის მხრიდან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ინვესტირების შესახებ საჯარო დაწესებულებებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით.

ამას გარდა, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მაღალი სიჩქარის ფართოზოლიანი ინტერნეტის განვითარებაში, განსაკუთრებით სოფლის დასახლებებში, თანამშრომლობას სოფლად ცხოვრების დონის ამაღლების სფეროში და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებაში.

ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროკავშირის მიერ საქართველოს 49 მლნ ევროთი დაფინანსების შესახებ, რაც ეკონომიკური და ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას მოხმარდება. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად დაიწყებენ მუშაობას უკეთესი სამართლებრივი სისტემის შექმნაზე ბიზნესისთვის, ფინანსური მომსახურების მოდერნიზებისთვის და ინოვაციური ბიზნეს-მოდელებისთვის.

ევროკავშირის ელჩი: საქართველო ევროკავშირში შესასვლელად მზად არ არის>>

კიდევ ერთი შეთანხმება ეხებოდა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარებისთვის 48 მლნ ევროს ოდენობით დაფინანსებას. ეს ნიშნავს, რომ 2019 წლიდან ევროკავშირი ხელს შეუწყობს უნარების განვითარების სწავლებას მთელი ცხოვრების განმავლობაში, სამეწარმეო სწავლებას და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებას.

დავით ზალკალიანი და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
საქართველო და ევროკავშირი უფრო მეტი დაახლოების გზაზე - საგზაო რუკის კონცეფცია მზადაა

გარდა ამისა, საქართველო და ევროკავშირი ითანამშრომლებენ სტიქიური უბედურებების აღკვეთის, ამისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფისა და მათზე რეაგირების საკითხებში, კერძოდ, როგორიცაა ტყის ხანძრები, წყალდიდობები, საძიებო-სამაშველო მისიები. საქართველოსთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება კომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის სტიქიური უბედურებების რისკების მართვის ინსტრუმენტები.

საქართველო 27 მლნ ევროს მიიღებს სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის. ეს განხორციელდება დანაშაულის აღკვეთის და დანაშაულთან ბრძოლის ახალი პროგრამის ფარგლებში. ევროკავშირი თავის წვლილს შეიტანს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების კიბერუსაფრთხოებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ამაღლების საქმეში.

დიდი მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

„მინდა ევროკავშირს მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების შესახებ ორ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის. მხარდაჭერას ადასტურებს ასევე შეთანხმება შრომის ბაზრის შეუსაბამობის პრობლემის გადაწყვეტილების შესახებ", – განაცხადა ბახტაძემ.

ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. შეთანხმება 2016 წლის 1 ივლისს ამოქმედდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0