კალაძე მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

საქართველოსთვის ამორალური ქმედებები პოლიტიკაში ტრადიციად იქცა, განაცხადა თბილისის მერმა

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. ზოგიერთი მედია-საშუალება და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს თბილისის მერია მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმის აუცილებლობის გამო კარვების გაშლას უშლის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შაბათს საღამოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოაწყვეს აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“. თავდაპირველად პოლიცია მათ კარვების გაშლას უშლიდა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, თუმცა საბოლოო ჯამში არასამთავრობოებმა „გაიმარჯვეს“. მათ კარვების დადგმა მოახერხეს. კარვების ნაწილი მათ დილით დაშალეს, რადგან, მათი განცხადებით, მიზანს უკვე მიაღწიეს.

გახარია: „გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს“ >>

მათი თქმით, კარვების ქალაქის მოწყობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც თბილისის მერიამ სარალიძეს გაუგზავნა წერილი, სადაც სხვა ადგილას გადასვლა სთხოვა, რადგან პარლამენტის წინ წინა წლების მსგავსად დიდი საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას.

„სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის მაშინ, როცა მერიის საპასუხო წერილში რეალურად მსგავსი ინტერპრეტაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა კალაძემ.

ქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ დეზინფორმაცია მიზანმიმართული იყო.

„აღვნიშნავ, რომ გუშინდელი მოვლენებისას რიგი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ნაძვის ხისა და საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მომიტინგეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ ნოემბრის დასაწყისში“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ მერია არ არის უფლებამოსილი ვინმეს რამე აუკრძალოს და ნებართვა მისცეს, მას მხოლოდ რეკომენდაციების მიცემის უფლება გააჩნია.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
აქცია პარლამენტთან - ოპოზიცია ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

კალაძის თქმით, ის თავად არის გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტი.

„ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად, პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მისი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვაც, გარანტიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად, მთელი ჩვენი გუნდია, პირადად მეც ვარ და ვიქნები ყოველთვის“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა, მაგრამ იმის გამო, რომ ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა, მეორე ტური შედგება. მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა ჩატარდეს. კალაძე დარწმუნებულია, რომ შაბათის მოვლენები წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია.

თბილისელებს საახალწლო ნაძვის ხეზე უარის თქმა შესთავაზეს >>

„სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ბატალიების ფონზე ხდება ყველა თემის არასწორად ინტერპრეტაცია პოლიტიკური პროცესების ქაოსად ინტერპრეტაცია და მით უმეტეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ამ მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის პოლიტიკისთვის უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა მსგავსი ამორალური ქმედებები“, - განაცხადა მან.

მკვლელობის საქმე

სარალიძემ საპროტესტო აქცია 31 მაისიდან დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის დავითის და კიდევ ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სარალიძე და დადუნაშვილი სისხლიან გარჩევას 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ. სასამართლომ ვერ უპასუხა კითხვას - ვინ მოკლა სარალიძე. საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულიდან ერთი დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლდა, მეორე - სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მოზარდების სასტიკი მკვლელობა თბილისში – საქმის ფიგურანტი პირობით სასჯელს მოიხდის

მას შემდეგ, რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ხოლო შსს გამოძიებაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გამოძიებით დაკავდა, პროტესტი შეწყდა. თუმცა სარალიძე ორივე სტრუქტურის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა და 10 სექტემბერს კვლავ ქუჩაში გავიდა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური