მოზარდების სასტიკი მკვლელობა თბილისში – საქმის ფიგურანტი პირობით სასჯელს მოიხდის

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანამ ძირითადი საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება, განაჩენი გამოძიებისთვის ხელის შემშლელი პირების მიმართ გამოაქვთ.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ აღიარა მერაბ მორჩაძე, რომელსაც ბრალად ედებოდა სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მოწმეზე ზეწოლა, და მას ორი წლით ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მორჩაძე მიმდინარე წლის ივნისში, სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ხელმეორე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, მორჩაძემ ზეწოლა მოახდინა საკვანძო მოწმე მიხეილ კალანდიაზე, რომელმაც ჩვენება სასამართლოში არაერთხელ შეცვალა. თავდაპირველად მორჩაძეს კალანდიას მოსყიდვა ედებოდა ბრალად. მოგვიანებით, ტელეარხის ინფორმაციით, პროკურატურამ საქმეს სხვა კვალიფიკაცია მისცა და მოსყიდვის ფაქტი გამორიცხა.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
სარალიძის სასამართლო ჩანიშნულია - მოკლული მოზარდის მამა თავისუფალია

„ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით", – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

სკოლის მოსწავლეების საქმის ხელახალი გამოძიება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მიმდინარე წლის 31 მაისს თბილისის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო მეორე – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, სარალიძის მკვლელის ვინაობა ჯერაც უცნობია.

ამის შემდეგ დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოსახლეობა შეუერთდა.

სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში განიხილება.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური